არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
“ტერორისტები სიტყვას არ ასრულებენ და ცდილობენ გმირი ქალაქი მარიუპოლი ჰუმანიტარული კრიზისით მოგუდონ. ქალაქის ხელმძღვანელობა აკეთებს ყველაფერ შესაძლებელსა და შეუძლებელსაც კი, რომ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნები, ეს მარტივი არ არის, რუსი ტერორისტები ხომ სიტყვას არ ასრულებენ. ისინი არ იცოდებენ ბავშვებს, ქალებსა და დაჭრილებსაც კი. ბომბავენ საცხოვრებელ კვარტლებს. ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის დროს. ტურებიც კი არ იქცევიან ასე. დრო, როდესაც რუსული ჯარის წვეულები დაიწყებენ სარდაფებში დამალვას იმისთვის, რომ ისინი ომში არ გაგზავნონ, სწრაფად გვიახლოვდება. არ გავასაჯაროებ ინფორმაციას უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდების შესახებ – ეს დელიკატური საკითხია და დარჩეს სიურპრიზად მტრისთვის. იცოდეთ, ამ მიმართულებით სერიოზული პროგრესია. ჩვენ ასევე ვმუშაობთ პარტნიორებისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიღების მიმართულებით, მაგრამ გამარჯვების რწმენას გვმატებს არა წარმოთქმული დაპირებები, არამედ უკრაინის საჰაერო ძალები,” – აღნიშნა რეზნიკოვმა.
კომენტარები