• რეკლამა
  • კონტაქტი
09:39, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს დადასტურებული ამბავია, თუმცა არცერთ სასამართლო პროცესზე და შეხვედრაზე ამას ხაზი არ გასმია – გიგა ოთხოზორიას დედა

ალია ავტორი - ალია
12:21 04-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია, შვილის მკველობის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ოფიციალურ მოტივად დაფიქსირებულია ყოფითი შელაპარაკება პროდუქტის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაგზავნისას.

როგორც გიგა ოთხოზორიას დედა ამბობს, რეალურად, მისი შვილი სამშობლოს სიმბოლიკის, პასპორტის დაცვისა და ქართველი ახალგაზრდის დაჩაგვრის ფაქტის გაპროტესტების გამო მოკლეს. 

“გიგა ოთხოზორია, მართალია იქ პროდუქტების გადასაგზავნად იყო მისული, მაგრამ იმის გამო კი არ მოხდა შელაპარაკება, რომ მას უარი უთხრეს პროდუქტების გადაგზავნაზე. ესაა ის რაც გულს მიკლავს, რომ არაა დაფიქსირებული რისთვის მოხდა იქ შელაპარაკება. ჩემი შვილი იმ მომენტში შეესწრო, ქართველი ახალგაზრდა ბიჭის დაჩაგვრას, ქართული პასპორტის შეურაცხყოფას, რომელიც მესაზღვრეებმა გამოართვეს ახალგაზრდას. დაუგდეს პასპორტი, ზედ დაუფურთხეს და ამ დროს მივიდა იქ ჩემი შვილი. არანაირ პროდუქტის გადაგზავნაზე შელაპარაკება არ მომხდარა. ეს დადასტურებული ამბავია, თუმცა არცერთ სასამართლო პროცესზე და არცერთ შეხვედრაზე ამას ხაზი არ გასმია. ოფიციალური ვერსიაა თითქოს შელაპარაკება მოხდა ყოფით ნიადაგზე. ეს არ იყო ასე ჩემო კარგებო, არც არავის არ მოუნდომებია დაემტკიცებინა, რომ ეს იყო თავისი სამშობლოს სიმბოლიკის პასპორტის დაცვის და ქართველი ახალგაზრდის დაჩაგვრით გამოწვეული აღშფოთება, რომელიც გამოხატა ჩემმა შვილმა, – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა “მთავარი არხის” ეთერში. 

ცნობისთვის, შეიარაღებულმა საოკუპაციო ძალების წარმომდგენლებმა 30 წლის გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, 2016 წელს მოკლეს. მკვლელობა თვითმხილელებისა და სათვალთავლო კამერის თვალწინ მოხდა. ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლია, რომელმაც წაქცეული ოთხოზორია თავში საკონტროლო გასროლით მოკლა. მკვლელი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved