• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს დაადგინა უფალმა და ჩვენი ვალია, მივიღოთ” – მიტროპოლიტი შიო

ალია ავტორი - ალია
00:32 04-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

მიტროპოლიტმა შიომ, განაცხადა:

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა! ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, დღეს ჩვენ უნდა აღვასრულოთ ზეთის კურთხევის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ მოციქულების დროიდან სრულდებოდა ეკლესიაში. აი, მაგალითად, წმინდა სახარებაში ნათქვამია, რომ როდესაც უფალმა იესო ქრისტემ გააგზავნა თავისი მოციქულები საქადაგებლად, ისინი ზეთს სცხებდნენ ადამიანებს და უამრავ სნეულს კურნავდნენ. ასე იქცეოდნენ მოციქულები და ჩვენც ასე გვიანდერძეს.

შეგახსენებთ, რას წერს, როგორ გვმოძღვრავს წმინდა იაკობ მოციქული: „თუ ვინმე ავად არის თქვენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა (ე. ი. ეკლესიის მღვდლებს), რათა სცხონ მას ზეთი და ილოცონ მისთვის. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი მას აღადგენს და თუ რაიმე შეუცოდავს, მიეტევება“ (იაკ. 5, 14-15), – აი, მოციქულის სიტყვები.

მაშასადამე, ჩვენ მოვუწოდებთ არა იმას, ვინც მოგვესურვება, არამედ ეკლესიაში დადგენილ სამღვდელოებას, რომლებიც სცხებენ ზეთს ავადმყოფს უფლის და არა სხვა ვინმეს სახელით. სნეულსაც აღადგენს თვით უფალი და არა სხვა ვინმე. ისევე, როგორც ცოდვებს შეუნდობს უფალი და არა ვინმე სხვა. აი, როგორ გვასწავლის წმინდა მოციქული.

რატომ არის დადგენილი, რომ ზეთი უნდა ვიხმაროთ ამ საიდუმლოს აღსრულებისას?

საერთოდ, სხვადასხვა საიდუმლოში სხვადასხვა ნივთიერება გამოიყენება: ნათლობისას წყლით ვნათლავთ, ზიარებას აღვასრულებთ პურით და ღვინით. ეს დაადგინა უფალმა, მისი განგებულებით არის ასე და ჩვენი ვალია, მივიღოთ რწმენით და მორჩილებით.

რისთვის სჭირდება უფალს ამ მატერიალური ნივთიერებების გამოყენება? იმისთვის, რომ მადლი გარდამოვიდეს ჩვენზე?

ეს უფალს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რადგან სანამ ვართ ამ მატერიალურ სხეულში, იქამდე გვესაჭიროება მატერიალური მხარეც საეკლესიო საიდუმლოებების აღსრულებაში. უფალმა, გაითვალისწინა რა ეს ჩვენი უძლურება, იყენებს ასევე ამ ნივთიერებებს. თავისთავად ზეთი უძლურია, ისევე როგორც სხვა ნივთიერება, მაგრამ ღვთის მაკურნებელი მადლი გადმოდის მასზე და ის აღასრულებს ამ საიდუმლოებას და კურნებას.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, როგორი ყოვლადმოწყალე და სახიერია ღმერთი, რომ მან ყველა ჩვენი საჭიროება გაითვალისწინა და მოგვიმზადა ყველა საშუალება, ყველანაირი კურნება ჩვენი სულის ცხონებისათვის და ასევე, ჩვენი სხეულის გაძლიერებისთვის!

დღეს ჩვენ მოვისმენთ სახარებებს, სამოციქულოებს, სადაც საუბარია სინანულზე. ამიტომ ვეცადოთ, რწმენით და სინანულით მივიღოთ ეს წმინდა საიდუმლო და ვევედროთ უფალს, ჩვენი გულები გაათბოს, გაალღოს, რომ შევძლოთ, ჯეროვანი მადლიერება გამოვხატოთ, ვინაიდან, როგორც გითხარით, უფალმა ყველაფერი მოაწყო ჩვენთვის, მაგრამ ელოდება მხოლოდ ჩვენს რწმენას, მადლიერებას და მცნებების აღსრულებას.

წარმოიდგინეთ, რა დასანანი, რა სირცხვილი იქნება ჩვენთვის, როცა ჩვენნაირ მოკვდავ ადამიანებს უფრო ვუსმენთ ხოლმე, მათ დარიგებებს, მათ რჩევებს (თუმცა ზოგჯერ ესეც საჭიროა), მათ შორის, ექიმებს თუ სხვა სფეროების წარმომადგენლებს. რა თქმა უნდა, ესეც საჭიროა, მაგრამ მხოლოდ ამას როცა ვაკეთებთ და უკვდავი ღმერთის მცნებებს უგულებელვყოფთ, რა თქმა უნდა, ეს სავალალო და სამარცხვინოა ჩვენთვის.

ასე რომ, მივიღოთ ამ რწმენით და სინანულით დღევანდელი საიდუმლოება, რათა საკურნებლად იყოს ჩვენი სულისა და ხორცისა დღევანდელი ზეთისცხება, ვინაიდან ეს არის ზეთი სიხარულისა, ზეთი კურნებისა, რომელიც გარდა იმისა, რომ აღადგენს ჩვენს სულიერ და ხორციელ ძალებს, გვამზადებს ყოველგვარ ბოროტებასთან საბრძოლველად, გვამზადებს იმისთვის, რომ ვიყოთ მხედრები, ღირსეული მეომრები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები სასკოლო ფორმებზე პირველკლასელებისთვის

13:10 08-25-2026
როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved