ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
,,ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წევრის მანქანებია, “რუსული კანონის” აქციების პერიოდში დააზიანეს – ჩაკეტილ სივრცეში შემოვიდნენ გვიან ღამით და წარწერები დატოვეს.
წარმოვიდგინე, რომ პოლიციას ამის გამო დაეკავებინა 4 შვილის დედა, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქალი და წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიესაჯა, რა იქნებოდა ჩემი რეაქცია? ალბათ, გულიც გამისკდებოდა ნერვიულობისგან, უსამართლობის განცდისგან, პირველი ვიქნებოდი, ვინც გამოვექომაგებოდი, გავაპროტესტებდი და მოვითხოვდი პატიმრობის გაუქმებას.
მინდა, რომ ყველამ საკუთარ თავზე წარმოვიდგინოთ მსგავსი შემთხვევა, მე არ მეგულება საქართველოში კაცი, ვინც იგივეს არ გააკეთებდა, ოღონდ მის სახელთან მრავალშვილიანი დედის უსამართლო და სასტიკი პატიმრობა არ ყოფილიყო დაკავშირებული. ასეთი რამ შეიძლება დაუშვან მხოლოდ იმ კაცებმა, ვისაც თავისუფალი ნება აქვთ ჩამორთმეული. ვისაც არა აქვთ უფლება, საკუთარი სახელი, პატივი და კაცური ღირსება დაიცვან. დავფიქრდეთ ამაზე…“















კომენტარები