• რეკლამა
  • კონტაქტი
13:16, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს ჩასაძირად განწირული გემიდან კაპიტნის გაქცევას ჰგავს – სერგო ჩიხლაძე

ალია ავტორი - ალია
12:32 01-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას ჩასაძირად განწირული გემიდან კაპიტნის გაქცევას ადარებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამგვარი გადაწყვეტილება მის უპასუხიმგებლობაზე მიუთითებს.

“რეალურად, ეს განცხადება, რომ ასეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, კორონაკრიზისის ფონზე, დასავლეთიდან გაზრდილი ზეწოლის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს ქართულ ოცნებაზე, თავმჯდომარის წასვლა უფრო გაქცევას ჰგავს, ჩასაძირად განწირული გემიდან პირველი კაპიტანი გარბის, ასეთს პირველად ვხედავთ ჩვენ და, შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად უპასუხისმგებლოდ უდგება ივანიშვილი ქვეყნის მართვას და მისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაზე ზრუნვა,”-განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილიდან რამდენიმე პასაჟი გაიხსენა. 

“ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის წასვლა ხელისუფლებიდან და პოლიტიკიდან, ოღონდ აბსოლუტური არაფორმალური მმართველობა გრძელდებოდა და როცა მოუნდა დაბრუნდა პოლიტიკაში. ძალიან საინტერესო რამდენიმე პასაჟი იყო – ივანიშვილმა თქვა, ყველაფრს გაკეთებას არ ეყო 2-3 წელიო, ეტყობა, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წელი მას 2-3 წლად მოეჩვენა. ასევე, განაცხადა, რომ ამაყი მივდივარ, რადგან ყველა ძირითადი დაპირება შევასრულეო. ეს ახლა გადაწყვიტოს იმ ადამიანებმა, ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა – შეასრულა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ყველა დაპირება, რომელიც 2012 წელს მოგვცა,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved