ჟურნალისტი, დავით კოვზირიძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას რუსული არმიის შემაკავებელი ძალების საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანაზე სოციალირ ქსელში ეხმაურება:
“ეს ბირთვული იარაღი ის ამბავია, მაგარი ნაცემი *ლე რო გაყავთ ქორწილიდან და გარეთ რო იწყებს გინებას”, – წერს კოვზირიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გასცა, რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანონ. ამან გაურკვევლობა გამოიწვია, რადგან, როგორც ცნობილია, სტრატეგიული შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. ვრცელდება მოსაზრებები, რომ შესაძლოა, ეს მხოლოდ მინიშნებაა ბირთვულ იარაღზე, რადგან სტრატეგიული შეკავების ძალების არსენალში სხვა სახის იარაღიცაა.














კომენტარები