„ვივამედის“ დირექტორი, ნინო ნადირაძე:
„შვილიშვილის გაჩენის შემდეგ სულ საბავშვო ბაღზე ვფიქრობ, ვიცი, რომ სოციალიზაციისთვის აუცილებელია, მაგრამ, დღემდე მახსოვს ჩემი ბავშვობის შეგრძნებები, როცა მშობელი გტოვებს სხვებთან, საშინელი შიში, სუპის სუნი, კორკოშებიანი ფაფა და შური იმ ბავშვის მიმართ, ვისაც ყველაზე ადრე მოაკითხავდა მშობელი საკუთარი შვილები რომ მივაბრძანე ბაღში, მაშინ საერთოდ არ მიდარდია ეს ბებიობა, მგონი, ცალკე პათოლოგიური მდგომარეობაა“
კომენტარები