• რეკლამა
  • კონტაქტი
23:36, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ბავშვი რომ კლინიკაში მიეყვანათ, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა!!!” – დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
18:04 12-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციას პრეზიდენტი, კობა ამირხანაშვილი ავრცელებს განცხადებას:

„დიაბეტიანი ბავშვების მშობლების საყურადღებოდ!!!!!

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს დაუდგინდა კოვიდ 19, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა კოვიდკლინიკაში და არავითარ შემთხვევაში ე.წ.კოვიდ- სასტუმროში.

კლინიკაში გადაყვანის პრობლემის შემთხვევაში პირადად დამიკავშირდით ტელ.: 577 42 00 62 . 12.00-24.00 საათამდე.

პატ.კობა ამირხანაშვილი. გთხოვთ, ერთმანეთს გაუზიაროთ ეს ინფორმაცია რომ ყველამ ნახოს.

P.S. ეს კლინიკა მხოლოდ 18 წლამდე დიაბეტიან ბავშვებს ემსახურება.“

“ალია” დაუკავშირდა ბატონ კობას დეტალების გასარკვევად:

-დიაბეტიანი პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები კორონავირუსის და აქვს პნევმონია, აუცილებლად უნდა იყოს გადაყვანილი კლინიკაში.

-გარდაიცვალა 24 წლის გოგო და კლინიკაში ამბობენ, რომ მას ჰქონდა დიაბეტი ისე, რომ არ იცოდა და ამან დაამძიმა მდგომარეობა. ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დიაბეტი ისე, რომ არ იცოდეს?

-დიაბეტის ტიპს გააჩნია, მარტივად რომ აგიხსათ, ვისაც უკვე ინსულინი სჭირდება, გამორიცხულია არ იცოდეს, მაგრამ ვისაც აქვს ინსულინი ორგანიზმში და არ ხდება მისი ათვისება, (ჭარბი წონა, მემკვიდრეობითი ფაქტორი) მათ შეიძლება არ იცოდნენ ისე მიდიოდეს წლობით დაავადება. ყოფილა შემთხვევა პაციენტი გადაუყვანიათ კლინიკაში ინფარქტით, ინსულტით, ფეხებზე გართულებებით და აღმოჩენილა, რომ შორს წასული დიაბეტი ჰქონდა და არ იცოდა. რაც შეეხება ამ ბავშვს, (24 წლის გარდაცვლილს), გეტყვით, რომ თუ მაღალი გლიკემიის ნიშანი იყო და გაუკეთეს სტეროიდები, ეს ნამდვილად გამოიწვევდა გართულებას და თუ რამე გამეგება, ჩემი აზრით, მას არ უნდა ჰქონოდა ტიპური დიაბეტი.

-წერთ, ეს კლინიკა მხოლოდ 18 წლამდე დიაბეტიან ბავშვებს ემსახურებაო და რომელ კლინიკას გულისხმობთ?

-მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკა გადაკეთდა კოვიდცენტრად და იღებს კოვიდით ინფიცირებულ ბავშვებს და მათ შორის დიაბეტიან ბავშვებსაც. გუშინ 5 ბავშვი გადავიყვანეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მხოლოდ დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს კი არ იღებს, ზოგადად ბავშვთა კოვიდცენტრად გადაკეთდა.

-მე წავიკითხე ინტერვიუ, სადაც 19 წლის გარდაცვლილი თეკლა თორდიას მამას ჟურნალისტი ეკითხება, ხომ არ სჭამდა მისი შვილი შოკოლადს და ხომ არ იყო უმართავი მისი ავადმყოფობა, ვგულისმხობ დიაბეტს… ისე გამოვიდა, ჰკითხა, ხომ არ იყო თეკლას სიკვდილი, თეკლასვე ბრალი…

-თუ კარგად ვერ მართავდა, ბავშვი უნდა მოკლა??? ეს ბავშვი რომ კლინიკაში მიეყვანათ, 6 დღე რომ არ ჰყოლოდათ კოვიდსასტუმროში, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა!!! კლინიკაში მიყვანილი უკან დააბრუნეს. თეკლა ჩემ ხელში გაიზარდა, 1 წლიდან ჩვენთან იყო… ეს არის დაუდევრობა! ამაზე მკაცრი პასუხი უნდა აგონ! ხვალ უნდა შევხვდე მინისტრს, მოადგილეს და ამ საკითხს დავაყენებ! მესმის, რომ პანდემიაა, მესმის რომ რთული მდგომარეობაა, მაგრამ… ბავშვებში ლეტალური შემთხვევა არ გვქონია, არც ამ შემთხვევაში მოხდებოდა ეს ტრაგედია, 18 წელს გადაცილებული რომ არ ყოფილიყო ეს ბავშვი… უნდა არსებობდეს რაღაც სამსახური, რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ასეთ დაუდევრობებს, ასე როგორ შეიძლება, ვისაც “პატრონი” ჰყავს გადაიყვანო კლინიკაში და ვისაც “პატრონი” არ ჰყავს, არ გადაიყვანო, სამი ღამეა ამაზე ვფიქრობ, არ მიძინია…

თეგები: თეკლა თორდიაკობა ამირხანაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved