• რეკლამა
  • კონტაქტი
01:04, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის სოციალური სამართლიანობა, რომელსაც ივანიშვილი შეპირდა ხალხს?”

ალია ავტორი - ალია
22:58 05-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, „ალიას“ საკრებულოს წევრი „ნაცმოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება.

– ლევან, ფორს–მაჟორის, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლების სხვა და სხვა უწყებებში ტენდერებზე ხელშეკრულებები გაფორმდა, ჩვენი მაღალჩინოსნები საკუთარი კომფორტის გასაუმჯობესებლად, ძვირადღირებულ ავეჯს და ავტომობილებს ყიდულობენ, უმუშევრად დარჩენილ ხალხს კი თვეში 200 ლარს უხდიან, ვინც დაამტკიცებს, რომ თვითდასაქმებული იყო, მათ ერთჯერადად 300 ლარს და ვინც ვერ დაამტკიცებს, იმას არაფერს მისცემენ. რა ჰქვია ამას?


– რასაც ხელისუფლება აკეთებს, მაგას ჰქვია მორადიორობა, სხვა არაფერი. მარტო ტენდერებია ამათი დანაშული ამ ფორს–მაჟორში? სხვაც ბევრია, მაგრამ ჯერ ტენდერებზე ვთქვათ. ამ 8 წლის მანძილზე, დაანგრიეს ეკონომიკა, საკუთარი კეთილდღეობის გარდა, სხვა საფიქრალი არ აქვთ ჩვენს ჩინოვნიკებს და „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებს. გაღლიტეს ბიუჯეტი. ამდენი და ასეთი ინტენსივობით პრემიები და სახელფასო დანამატები არც ერთი ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ აუღია. ამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, იმის მოლოდინი მართლა იყო, რომ ქამრებს შემოიჭერდნენ, უმუშევრად დარჩენილ ხალხს დაეხმარებოდნენ. თუმცა, ღორი ღორობას არ მოიშლის და ტყუილად მქონდა ამის იმედი. თავად არ შიათ, რადგან საბიუჯეტო სახსრებზე სხედან და ხალხი ამ დროს დაიმშა. მუშაობდა ეს ხალხი და ისედაც გაჭირვებით ინახავდნენ ოჯახებს და ახლა, უმუშევრები რა დღეში იქნებიან? ამ დროს, „საქსტატის“ მონაცემებით. ყველა სასურსათო პროდუქტზე გაიზარდა ფასები, ზოგიერთზე 40 და 45 პროცენტითაც კი. დაახლოებით, 30%–ით გაძვირდა საშუალოდ ფასები და ეს, ვიმეორებ, „საქსტატის“ მონაცემებია, თორემ რეალურად, უფრო მეტადაც გაძვირდა. ვინც მარკეტებში დადის, ის ხედავს ამას. ხალხი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაიმშა. ამ დროს, 21 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 1 მილიონ 688 ათასი ლარი დახარჯა ავეჯის შესყიდვაზე. არ ვუჯერებდი თვალებს, მაგრამ კონტრაქტში პირდაპირ მითითებულია, რომ უფროსის სკამში 1 200 ლარი გადაიხადეს, თავმჯდომარის მაგიდაში – 1 770 ლარი. გარე გამოყენების სავარძელში – 9 350 ლარი, რბილი პუფებში – 600 ლარი, ნაცრისფერი საყვავილეები – 400 ლარი, დერეფნების სავარძლებში – 2 400 ლარი და სანამ ხალხი სახლში გამოკეტეს, წულუკიანმა 1 მილიონ 688 ათასი ლარის ავეჯი შეიძინა. ერთ პუფში ორჯერ მეტი თანხა გადაიხადა, რამდენიც 2 თვე უნდა მისცენ უმუშევრად დარჩენილს, ერთ ცალ „უფროსის სკამში“ კი მთელი 6 თვის დახმარება – 1200 ლარი. ამ დროს, სასჯელაღსრულების სისტემის პენიტენციალური დაწესებულებიდან, გაგანია პანდემიის დროს, კვალიფიციური ექიმები და ექთნები გაათავისუფლა წულუკიანმა. იქ ფული დაზოგა და საკუთარი კომფორტისთვის ეს ფული არ ენანება. შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც საკუთარი კაბინეტის მოსაწყობად მილიონები დახარჯა, თბილისის მერმა კახი კალაძემ 94 000 ლარის ფოიერვერკები იყიდა და გორის მერია, 800 000 ლარიან ატრაქციონს აკეთებს. რა დროს ავეჯი, ფოიერვერკი და ატრაქციონია? ამათ მაგრად აჟუილებთ. ვინ უნდა იკატაოს იმ ატრაქციონზე, ან ის ფოიერვერკები სად და როდის უნდა გაისროლონ? რა ეფოიკვერკებათ? დაემხოთ ქვეყანა თავზე. უნდა დასვა ის გორის მერი  იმ ატრაქციონზე, თუკი აშენდა, ხელში ის კალაძის ნაყიდი ფეიერვერკები დააჭერინო, ატრაქციონი ჩართო და 2 დღე აღარ უნდა გამორთო, იკატაოს. არადა, როდესაც ეს  უმუშევრად დარჩენილი ხალხი ხმას ამოიღებს,ამათი მთავარი მესიჯი და არგუმენტი დღეს ის არის, ბიუჯეტში არ არის თანხები, ყველას რომ დავეხმაროთო. ეს არის მტკნარი  სიცრუე. ბიუჯეტში არის ფული. მარტო საპენსიო ფონდში, ნახევარ მილიონზე მეტია ამჟამად. კი არ ვეუბნებით, რომ გამოჩეკეთ ეს ფული, ამ მარსიდან ჩამოიტანეთ და ისე დაურიგეთ ხალხს. არა, არის იმ საპენსიო ფონდში, რომელშიც ჩვენ, გადასახადების გადამხდელები ვიხდით.

ქვეყანაში  პანდემიაა, ფორს–მაჟორია, ხალხი მშიერია და მეტი რაღა უნდა მოხდეს? ადექით, დაურიგეთ ეს ფული ხალხს. არა, ხელს არ ახლებენ იმ ფულს, რომელიც ვითომ 40–50 წლის მერე უნდა მისცენ პენსიონერებს. ხალხი თუ  გაწყდა შიმშილით, ვიღას უნდა მისცენ ეს ფული? ჩვენი – ჩემი, შენი და ყველა გადასახადის გადამხდელის ფულია იქ და მისცენ დროზე, ვიდრე ხალხი ქუჩაში გამოსულა. არა, ჯიუტად დგანან თავისაზე, მოახდინეს მოსახლეობის დიფერენცირება და რაღაც იდიოტური სქემით დაურიგეს ხალხს ფული, თანაც, კაპიკები. 3 მილიარდი დოლარი ანუ 9 მილიარდი ლარი ვიშოვნეთო, ამასაც ხომ თავად ამბობენ? ეს ფული არავის უჩუქებია ჩვენთვის, ხალხის გადასახდელია და მაგის გადახდას, „ქართული ოცნება“ რომ აღარ იქნება ხელისუფლებაში, მაშინ დავიწყებთ. ამათ მარტო მაგ ფულის დახარჯვა მოუწევთ. ადგნენ და ამ 9 მილიარდიდან მისცენ ფული. ათიდან ერთს ეხმარებიან და ისიც 200 ლარით. დასვეს ხალხი სახლში და ის სახლში დარჩენილები მშივრები დაიხოცონ? ამათი საქმე მარტო რაღაც იდიოტური რეგულაციების მოფიქრება და იმისი ძახილია, დარჩით სახლშიო? ხალხი პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ რეგულაციებს, ცუდი იყო თუ კარგი, დაუჯერეს ექიმებს და მთავრობამ არაფერი უნდა გააკეთოს? 200 ლარს რა ნამუსით აძლევ ადამიანებს? რამდენია ისეთი, დავუშვათ, 3–4 სულიანი ოჯახი, სადაც ერთი ადამიანი მუშაობდა და არჩენდა ოჯახს. ასეთია უამრავი. იმ ოჯახს აძლევენ ახლა 200 ლარს და 1 თვე იმყოფინეთო. 1 თვე არა, 1 კვირა იცხოვრონ ჩვენმა მინისტრებმა 200 ლარზე, გასწვდებათ? ამ 200 ლარით, 4 სულიანი ოჯახი ორ კვირას თუ გაქაჩვს ამ ფასების ფონზე, ეს იქნება გმირობა. მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი დარჩა ამ დახმარების გარეშე და მათგან 20 000 საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტია. ეს ხალხი, უცხოეთში როდესაც მუშაობდა, საკუთარ ოჯახსაც ინახავდა, სხვებსაც ეხმარებოდნენ, მათ გამოგზავნილ ფულზე იდგა დიდწილად ეკონომიკა, უცხოურ ვალუტას აგზავნიდნენ და ეს ლარის კურსს ამყარებდა. ბანკებმაც დიდი ფული იშოვეს ამ გადმორიცხვებით. ეს ფული ამუშავებდა უმთავრესად სამშენებლო ბიზნესს, სხვა ბიზნესებს და ქვეყანაში საშუალო ფენის დიდი ნაწილი ამ ემიგრანტებმა შექმნეს აქ დარჩენილი თავიანთი ოჯახის წევრების სახით და ვინც მერე უკან ბრუნდებოდა, ისინი თავისთავად. ახლა დარჩა ბევრი უმუშევარი და 20 000 ემიგრანტი დაბრუნდა. ამ ხალხს კაპიკს არ აძლევს სახელმწიფო. არადა, მათ ამ ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. რა წესია ეს?


– ლევან, 600–700 ათასი თვითდასაქმებული, საერთოდ ისე დარჩა, ერთ თეთრსაც არ აძლევს სახელმწიფო. ცნობები მოიტანეთ, თვითდასაქმებულები რომ იყავით და ერთჯერად 300 ლარს მოგცემთო. თუ თვითდასაქმებული ვიყავი, ცნობა საიდან მოგიტანო? ქვეყანაშია ფორს–მაჟორი, რომელიც ომის, სტიქიური უბედურებებისა და პანდემიების დროს ცხადდება და ასეთ დროს, ყველას უნდა დაეხმარო. არა მხოლოდ თვითდასაქმებულს, ვისაც დღემდე ერთი დღეც კი არ უმუშავია, იმასაც, რადგან საკუთარი მოქალაქეები არ უნდა გაარჩიო. მინიმუმ, სასურსათო პაკეტი ყველას უნდა მისცე. გვეუბნებიან, ომში ვართო და თუ ომში ვართ, ერთ ჯარისკაცს რომ აჭმევ და მეორე მშიერი გყავს, ეს როგორი ომია? არადა, კანონი და რეგულაციები ყველას თანაბრად ეხება, აქ ყველა თანასწორია.


– კი, ფორს–მაჟორია და ყველას უნდა დაეხმარონ. შესაძლოა, რაღაც დიფერენცირება გარდაუვალი იყო, მაგრამ არა ისეთი, რაც გააკეთეს. უამრავი ადამიანი ყოველგვარი დახმარების გარეშე დატოვეს. ჩვენ ბიუჯეტის ფულის სამართლიან გადანაწილებაზე ვლაპარაკობთ, ეს ფული გახარიას ჯიბის ფული არ არის და არც თეა წულუკიანისაა. აჭარიდან და გურიიდან ძალიან ბევრი ადამიანი დადიოდა თურქეთში თხილის საკრეფად და იქ აღებული ფულით მთელი წელი ინახავდნენ ოჯახებს. თხილის სეზონი თურქეთში მათ გარეშე ჩაივლის და ეს ხალხი დარჩება შემოსავლის გარეშე. ეს ხალხი გაახსენდა ვინმეს? არავის. უპერსპექტივოდ დატოვეს ეს ხალხი. ვინც ტურიზმის მიმართულებით იყვნენ დასაქმებულები, ისინიც დარჩნენ უშემოსავლოდ. შესაძლოა, შიდა ტურიზმს ვინც ჩაბმული ჰყავდა, იმ ხალხის ნაწილი დასაქმდეს, მაგრამ უცხოელ ტურისტებს ვინც ემსახურებოდნენ, გიდები, მძღოლები, სხვებიც, იმათი პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია. ეს სახლში დაკეტილი ხალხის ნაწილი, კი, ბატონო, მიაწყდება ჩვენს კურორტებს ზაფხულში, მაგრამ აქ არავინ ჩამოვა. კაფეები, ბარები, რესტორნები დაკეტილია და რომც გაიხსნას, ძველებურად ვერ ამუშავდებიან. ვერც აქ და ვერც კურორტებზე. ბაზრობები და ბაზრები დაკეტილია და იქ, ბევრი ადამიანი მუშაობდა, გვარიანი შემოსავალიც ჰქონდათ და  ისე, რომ ეს არსად ფიქსირდებოდა. არც მათ აძლევენ არანაირ დახმარებას. ახლა ეს „ქოცების“ „გამპრავებლები“ ამუნათებენ ამ ადამიანებს, გადაგეხადათ გადასახადები და აიღებდით ახლა დახმარებასო. მერე ეს ხალხი რა შუაშია? სახელმწიფო რას მიკეთებს? მოეხდინათ ამ ხალხის აღრიცხვა, გაეკეთებინათ ბაზა და დაეფიქსირებინათ, რომ მუშაობენ და გადაიხდიდნენ გადასახადებს. ვინმე გაქცევია გადასახადებს? ალ კაპონე ვერ გაექცა და ეს მშრომელი, პატიოსანი და დღიურ შემოსავლებზე დამოკიდებული ხალხი, სად გაიქცეოდა? ცხადია, იმ ხალხს ვგულისხმობ, ვინც საკმაო ხანს ერთსა და იმავე ადგილას მუშაობდა. მეცინება, ამ 200 ლარს ვისაც აძლევენ და თან ომახიანად იძახიან, რომ აი, მთავრობა ეხმარება ხალხსო. დღეში 6 ლარი და 66 თეთრია ეს 200 ლარი და არ რცხვენიათ? 6 ლარი ერთ ადამიანს არ ეყოფა დღეში და ოჯახს როგორ უნდა ეყოს? ასე მგონია, ესენი ფიქრობენ, ვინც მუშაობდა, ყველა მარტო საკუთარ თავს ინახავდა და მათი ოჯახის წევრები ჰაერით იკვებებოდნენ. რამდენს 1500–2000 ლარი ხელფასი, დავუშვათ, ელიავას ბაზრობაზე, სხვა ბაზრობებზე, ზოგი ამ ბაზრობების ბიზნესებში იყო და იქით უხდიდა სხვებს ფულს. იმათ ხომ მეტი ჰქონდა? იმათაც 200 ლარს როგორ აძლევ? უმძიმესი სიტუაციაა ძალიან. ამ დროს, ჩვენმა ჩინოვნიკებმა არაფერი მოიკლეს. არც მაღალ ხელფასებზე თქვეს უარი, არც „პრადოს“ ჯიპებიდან გადმოსხდნენ, არც სხვა კომფორტზე უთქვამთ უარი და ბიუჯეტს ძველებურად ღლეტენ, ახალ–ახალ ავეჯს ყიდულობენ, უფრო კომფორტულად რომ იყვნენ იმ სამსახურებში, სადაც არაფერს აკეთებენ. დავით საგანელიძე  8 საათიან ძილში 300 ლარს იღებს, 25 000 ლარი აქვს ხელფასი. თამარ ჟვანიაც დაახლოებით მაგდენს გამოიმუშავებს „გამოიუმუშავებს“ 8 საათიან ძილში, 22 000 ლარი აქვს ხელფასი, დავით ნარმანიას 13 ათასი ლარი აქვს და `სემეკის“ კომისიის წევრების ხელფასი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასებზე საკმაოდ მაღალია. სახელმწიფო აპარატში მთლიანად 280 000 ადამიანია დასაქმებული და მათი 70–80% სახლში ზის, მათი სამსახურები გაჩერებულია, თუმცა, ხელფასს სრულად უხდიან. ქვედა და საშუალო რგოლების თანამშრომლებზე არაფერს ვამბობ, მაგათ დაბალი ხელფასები აქვთ. ვინც სახლიდან, დისტანციურად მუშაობს, მართლა საქმეს აკეთებს, არც მაგათზე ვლაპარაკობ. აი, 3–5 ათასები რომ აქვთ ხელფასები და წლების მანძილზე, არც პრემია და სახელფასო დანამატები მოუკლიათ, დანაზოგი ისედაც ჰქონდათ, პანდემიამდე, მაგათზე ვამბობ. ახლა ამ ხალხს სულ ფეხებზე არ ჰკიდია ის გაჭირვებული და ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანები? დარჩებიან სახლში, აბა, რა იქნება? კი, გარეთ ვერ დასეირნობენ, მაგრამ შიმშილი და სიდუხჭირე მაგათ არ ემუქრებათ და არაფრის კეთებაში იღებენ ხელფასს. ხელფასებს იღებენ მერიების, გამგეობების, სამინისტროების სიპებისა და აიპების თანამშრომლები. ესენი ისედაც არაფერს აკეთებდნენ და ახლა სახლში სხედან და ფულს უხდიან, ადრე სამსახურებში მაინც დადიოდნენ. ეს არის სოციალური სამართლიანობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შეპირდა ხალხს? ფორს–მაჟორშიც კი ვერ მოახერხეს, რომ სოციალური თანასწორობის პრინციპი დაეცვათ. არ მოინდომეს, პრინციპში, რომ მოენდომებინათ, მოახერხებდნენ როგორმე. სათავისოდ ყველაფერი გამოსდით და ხალხზე რომ მიდგება საქმე, მაშინ ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. თბილისის მერიამ განსაკუთრებით, ასევე, სხვა ქალაქების მერიებმა, სამინისტროებმა, სხვა სტრუქტურებმა, გაზარდეს პიარის ხარჯები, დაამატეს შტატები. დღეს ეს ხალხი სახლში ზის და იმ ხალხს ლანძღავს, ვინც 200 ლარიან დახმარებას აპროტესტებს, ვისაც არანაირი დახმარება არ შეხვდა და ამით უკმაყოფილოა, “ფეისბუკში“ შავ დღეს აყრიან ამ გაჭირვებულ ადამიანებს, რომელთაც თოთო ბავშვებისთვის საჭმელი არ აქვთ და ხელისუფლებას იცავენ თავგამოდებით, გიორგი გახარია  და კახი კალაძე გმირები გამოჰყავთ. რა ენაღვლებათ მაგათ? სხედან სახლში, იღებენ ხელფასებს და ლანძღავენ ამ უშემოსავლო ადამიანებს, შენ როგორ ბედავ და მთავრობას აკრიტიკებო? ეს ხალხი იმ ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, რომელსაც ის ხალხი ავსებდა, დღეს უმუშევრები რომ დარჩნენ პანდემიის გამო და მათხოვრული 200 ლარი გადაუგდეს თვეში. სხვა რეალობაში ცხოვრობენ, ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ.
თბილისის საკრებულოს წევრი ვარ, მილიარდიანი ბიუჯეტი აქვს თბილისს და ჯერ ბიუჯეტში ცვლილების ერთი პროექტი არ შემოსულა, რომ პანდემიაა, სხვა ვითარებაში ვცხოვრობთ და შესაბამისად, სხვა ხარჯები უნდა შევკვეცოთ და ხალხს დავეხმაროთო. ყველაფერს თავი დავანებოთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი იყო დაგეგმილი, ისინი არც დაწყებულა და ისეთი პირი უჩანს, წელს ვერ განხორციელდება. ადექი და ეს ფული გადაანაწილე სოციალურ მუხლებზე და დაეხმარე ხალხს.

– არჩევნებამდე იმ ხალხს ხელფასებს  მისცემენ, მანამდე რომ მოუწიოთ სახლში ჯდომა.


– კი, ეგრე იქნება, სამწუხაროდ. ეგ ხალხი იმიტომ უჭერს „ქართულ ოცნებას“ მხარს, რომ სამსახურები აქვთ, იმ ხელფასებს იღებენ, თორემ ბიძინა ივანიშვილი კი არ ადარდებთ? მაგათ საკუთარი ხელფასები ადარდებთ. არჩევნებამდე ეგრე გაგრძელდება, რადგან ეს 280 000 ადამიანი, საბიუჯეტო ამომრჩეველი თუ სახელისუფლებო რეზერვია მათი მთავარი დასაყრდენი არჩევნებზე.

 
– 3 მილიონიან ქვეყანას 280 ათასიანი ბიუროკრატიული აპარატი რაში სჭირდება? ქვეყნის მოსახლეობის 9% რატომ უნდა მართავდეს ამ მცირერიცხოვან ქვეყანას?


– ეს არის მარაზმი, ამხელა სახელმწიფო აპარატი ჩვენზე ათჯერ დიდ ქვეყნებში არ არის. ამ პანდემიის დროსაც კი, ხალხს ანახინებენ ათასობით მუქთახორას. თუმცა, ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ზაფხული ხომ იქნება საშინელება და აი, შემოდგომით ხალხი ქუჩაში გამოვა. მიწები ვერ დაამუშავა ხალხმა სოფლად ამათი სულელური რეგულაციების გამო. ისეთი შიმშილი ჩამოვარდება, თანამედროვე საქართველოში რომ არ ყოფილა. რომელი 90–იანი წლები, ის დრო სანატრელი გაგვიხდება. ისე, შენ იმდენჯერ დაწერე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველოში ასეთი სიღატაკე არ ყოფილაო, დღეს მართლა ასეა. აქამდე თუ ვიღაც მაინც შეგედავებოდა, ახლა შემდავებელიც არ გეყოლება, ფაქტი სახეზეა. 2012 წელს, „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა და ეკონომიკა ჩაიბარეს, ის იყო 10 კილოიანი გირი და ეგ ჰქონდათ ასაწევი, ის ვერ ასწიეს დს ახლა აქვთ 300 კილოიანი გირი და იმას ასწევენ? ვერ ასწევენ, ცხადია. ეკონომიკის დარგი არ დარჩა, რომ არ დანგრეულიყო. ცოტა აზრზე მოვიდნენ, ამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა მოძებნონ, თორემ ოხრად დარჩებათ ის „პრადოს“ ჯიპები, კომფორტული კაბინეტები და სახლებიც. მშიერი ხალხი ძალიან საშიშია და ამათ ეს არ იციან?! ისტორიის წიგნებში მაინც ჩაიხედონ, რას აკეთებდნენ მშიერი და უქონელი მასები. ამათ ბუნების კანონების შეცვლა უნდათ, საჭმლის გარეშე უნდათ, ადამიანები აცოცხლონ და თან მართონ. ეს დღემდე არავის გამოსვლია. მარნეულში რა გააკეთეს? ხალხისგან 50–80 თეთრად იყიდა კიტრი ხელისუფლების ფავორიტმა კომპანიამ „ჯიბემ“, მერე ეს კიტრი ქსელურ მარკეტებს მიჰყიდა და 4 ლარად იყიდებოდა მარკეტებში, ეს ყველაზე იაფად. ამ დროს რა უნდა ექნა სახელმწიფოს? თავად უნდა გამოეტანა კიტრი მარნეულიდან, მიეყიდა პირდაპირ მარკეტებისთვის და ეს შუამავალი „ჯიბე“ უნდა ამოეგდო, ზედმეტი რგოლი იყო. ეს საგანგებო მდგომარეობის დროს არც ბიზნესში უკანონო ჩარევა იქნებოდა, რადგან ასეთ დროს, ამის უფლება აქვს სახელმწიფოს. რესურსიც აქვს, შეეყვანათ თავდაცვის სამინისტროს მანქანები მარნეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად და ისინი, ადგილობრივ ორგანოებთან ერთად, მოაგვარებდნენ ამ საკითხს, გამოიტანდნენ კიტრს და მოთხოვნილებების შესაბამისად, მიჰყიდნენ ქსელურ მარკეტებს. მერე გლეხებს მისცემდნენ პროდუქტის საფასურს. „ჯიბეს“ საწყობები აქვს? არანაკლები საწყობები აქვს სახელმწიფოს, ეკონიმიკის და სხვა სამინისტროებს. ესენი იგივეს გააკეთებენ ნებისმიერ სხვა აგრარულ პროდუქტზე, „ჯიბეს“ ფულს აშოვნინებენ და მარკეტებში უკვე გაძვირებული პროდუქტი შევა, ისინი კიდევ დაიმატებენ ფასს და მასებისთვის ხელმიუწვდომელი იქნება ეს ფასი. კარგი, არ უნდა სახელმწიფოს ჩარევა? მაშინ ადგეს და 5–6 კომპანიას მისცეს აგრარული პროდუქტის შესყიდვის უფლება, კონკურენცია მაინც იქნება, ერთი კომპანიის ხელში არ იქნება ყველაფერი და სადაც მონოპოლია არ არის, იქ ფასები დაბალია.
ესენი არიან არაკომპეტენტურები მშვიდობიანობის დროსაც და ექსტრემალურ ვითარებაშიც. კომპეტენტურები არიან ფულის შოვნაში. აგერ, ვანო ზარდიაშვილის მამას ისანში, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე აქვს მიწის ნაკვეთი და მას უცვლიან გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე საუკეთესი ადგილას, ბეტონის გამყოფი ხიდი რომ არის, იქ. სამრეცხაოებია, ტრაილერები დგანან და იქ ავტოსადგომი რომ გააკეთოს და სხვა არაფერი, დღესვე დაიწყებს ფულის შოვნას. საუკეთესი ადგილია ბიზნესის გასაკეთებლად. ეს საკითხი უკვე შემოსულია საკრებულოში. ასევე, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიების, „ატუსა“ და „ელიტა ბურჯის“ ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრე ტოგონიძის მამას სურს, მისი კუთვნილი მიწა გლდანში, კრწანისის ქუჩაზე გადაცვალოს. რამხელა სხვაობაა ფასში, მაგის წარმოდგენა არ გაგიჭირდება. მინიმუმ, ათჯერ მეტი მაინც ღირს კრწანისის ქუჩაზე მიწა, ვიდრე გლდანში. კორონათი სარგებლობენ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი წაღლიტონ სახელმწიფოს. ესეც სახელმწიფო მოროდიორობაა, სხვა არაფერი.

ლევან ჯავახიშვილი

ალია №15

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved