• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, ორშაბათი, 2 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის ყალბი კომისია! ეს არის ჩემი პოლიტიკური დევნის გაგრძელება“ – ბადრი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
15:30 06-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
124

„ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა:

„პოლიტიკური დევნა, რომელიც მიმდინარეობს ჩემს მიმართ, ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ეს არის პოლიტიკური დევნის საქმეები. 2003-2012 წლის თანამდებობის პირების საქმეების გამოძიებისთვის შეიქმნა თითქოსდა ეს კომისია – არანაირი თანამდებობა მე არ მქონია ამ პერიოდში საერთოდ. შესაბამისად, მეორე, რაც აქ აღნიშნა უკვე ბატონმა ზვიადმა, კომისიის მინიმუმ 50% უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. ეს ადამიანები, მოვიკითხე დღეს, დამაინტერესა, ვინ არიან: ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეს ხომ დაცინვაა სამართალზეც, დაცინვაა კანონზეც.

გარდა ამისა, რომ ჩათვალეს, რომ ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი ქართული ოცნების თურმე, გარდა ამისა, კიდევ ორი ადგილი მაინც ვერ შეავსეს იმიტომ, რომ იქ გახარიას პარტიამ არ მიავლინა თავისი წარმომადგენლები, შესაბამისად, ვერ შედგა კომისია. […] ეს არის ყალბი კომისია.

ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაზე, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს, არანაირი თანამდებობა არ მქონია მაგ პერიოდშიც, შესაბამისად, არანაირი საქმეები და არანაირი კავშირი არ მქონია იმ ქმედებებთან, რომელიც დეკლარირებულია წინა ხელისუფლებაზე. ცხადია, რომ ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული, ჩემი ე.წ. დაბარება – ჩემი დისკრედიტაციის, ჩემი პოლიტიკური დევნის გაგრძელების იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი ჩემს მიმართ განხორციელებული ღია დევნა ქართული ოცნების მხრიდან. მანამდე მოიგონეს ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელიც არის სრულიად შეთითხნილი, შეთხზული და ამაზე არსებობს არაერთი რეზოლუციაც კი ევროპარლამენტის, რომელმაც პირდაპირ უწოდა საქმეებს პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, ახლაც, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თქვენ შესაძლებელია, შეწყვიტოთ ეს პოლიტიკური დევნა იმიტომ, რომ მას არანაირი კავშირი (ამ სისხლის სამართლის საქმეს) არ აქვს კანონთან, არც სამართლიანობასთან, არც საგამოძიებო კომისიასთან. ეს არის პირდაპირი, ჩემს წინააღმდეგ, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნის გაგრძელება.

გარდა ამისა, ის მოსაწვევი, რომელიც მთელი რიგი დარღვევებით, იგნორირებით იქნა შედგენილი, ის მე არ მიმიღეა. ეს პროკურორებმაც ნახეს, რომ ის “სიგნალით” მიღებული შეტყობინებები მე არ გამიხსნია იმიტომ, რომ არ ვხსნი უცხო ადამიანებისგან მიღებულ შეტყობინებებს. […]

უკანონო კომისიის მიერ უკანონო მოწვევა არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და არსებით განხილვაში ვართ ახლა, დღეს თქვენთან. გარდა ამისა, მე მაინც კიდევ მინდა დავადასტურო, რომ მიმეღო მე ეს მოწვევა, რა თქმა უნდა, მე ვიხელმძღვანელებდი ჩემი რწმენით და კანონის მოთხოვნით, რომ ეს კომისია არის უკანონო და მისი ე.წ. მოწვევა არის უკანონო, მაგრამ მე ეს მოწვევა არ მიმიღია.“

თეგები: ბადრი ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved