• რეკლამა
  • კონტაქტი
09:10, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს არის „ქართული ოცნების“ გამარჯვების ძალიან მარტივი გზა“ – ვალერი გელბახიანი

ალია ავტორი - ალია
19:48 03-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,392

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– „ხალხის ძალა“ პარტიად გარდაიქმნა, კიდევ ერთი პრორუსული პარტიაც დარეგისტრირდა, რომელსაც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირებენ. როგორ ფიქრობთ, ეს პარტიები 5%–იან ბარიერს გადალახავენ და პარლამენტში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად  კოალიციას შექმნიან, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მოაგროვებს უმრავლესობისთვის საჭირო ხმებს?

– არა, ვერც ეგ პარტიები, ვერც „პატრიოტთა ალიანსი“და ვერც „კონსერვატიული“ მოძრაობა ვერ გადალახავენ 5%–იან ბარიერს. ისინი წაიღებენ „ქართული ოცნების“ ყოფილი  მხრადამჭერების ხმებს, ამ ხმებს „ოცნება“ მაინც ვერ მიიღებს. მოკლედ,  ეს ხმები ვერც „ოცნებას“ მიჰქონდა და მით უმეტეს, ოპოზიციას  ვერ მიჰქონდა.

– რაში სჭირდება „ქართულ ოცნებას“, რომ ამ პარტიებმა გარკვეული რაოდენობის ხმები მიიღონ?

–  იმიტომ აკეთებს, რომ ამ პარტიებმა ვერ გადალახონ ბარიერი, მიიღონ ხმების 2–3%, ამ დაკარგული პროცენტებიდან დაიმატოს თვითონ ხმები და  ამ გზით შეივსოს ის 51%, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას მოუტანს. საარჩევნო ტექნოლოგია დავარქვათ. ესენი არ არიან პარტიები, რომლებიც დამოუკიდებლად მოქმედებენ, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ყველანი არიან „ქართული ოცნების“ სატელიტები და ასრულებენ საარჩევნო ტექნოლოგიის ფუნქციას. თუ ხმები  20%  დაიკარგება და 3 სუბიექტი გადალახავს ბარიერს, გამოდის რომ 30 მანდატი უნდა გადანაწილდეს ამ 3 სუბიექტზე. ამ დაკარგული ხმებიდან თუ პროცენტებიდან, 11 მანდატს დამატებით მიიღებს „ქართული ოცნება“, 65 მანდატი ისედაც ექნება და ეს 11 მანდატიც რომ მივუმატოთ, 76 მანდატი ექნება, ანუ უმრავლსობა ახალ პარლამენტში. აი, ამას „ჩალიჩობენ“ და ამისთვის სჭირდებათ ის სატელიტი პარტიები. ეს არის „ქართული ოცნების“ გამარჯვების ძალიან მარტივი გზა.

– ხმების ამ ე.წ. ნარჩენების  რამდენი პროცენტი  უნდა დაიკარგოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მიიღოს უმრავლესობა?

– 10–დან 15 პროცენტამდე. 15 % მაქსიმუმია.

– ამ შემთხვევაში რამდენ მანდატს მიიღებს „ქართული ოცნება“?

– 10% არის 15 მანდატი. 5% არის 7მანდატი. ანუ 22 მანდატი თუ გახდება გადასანაწილებელი, პირველ და ბოლო მანდატს მიიღებს „ქართული ოცნება“, თუ  3 სუბიექტი გადალახავს ბარიერს და კიდევ 6 მანდატი ერგება. ჯამში, 8 მანდატს დაიმატებს და ეს 8 მანდატი არ ეყოფა იმ 76 მანდატის შესავსებად. შესაბამისად, „ოცნებას“ აწყობს 20 %–იანი დანაკარგი და მეტი. თუ ასე არ მოხდა, „ოცნებას“ დაკარგული აქვს ხელისუფლება. კოალიციას ვერ გააკეთებს ვერავისთან, რადგან ოპოზიციაში პარტია არ არის, რომელსაც დაიწყვილებს და რომელთან ერთადაც შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ოპოზიცია გააკეთებს კოალიციას და „ოცნება“ იქნება უმცირესობაში.

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved