ქარელის მერმა პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო. უფლებამოსილების შესრულების დაწყებიდან ორი თვის თავზე ზაზა გულიაშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი გააუქმა. სამსახურის გარეშე დარჩა 6 ადამიანი. ყველა გათავისუფლებულს კავშირი სხვადასხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან აქვს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
ყოფილი საჯარო მოხელეები გულიაშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკური ნიშნით დევნად აფასებენ. მე ვარ კანდიდატის და და ჩემი ძმა ნიკო ახალკაცი კენჭს იყრიდა ზაზა გულიაშილის საარჩევნოდ მეორე ტურშ იყო მისი მოწინააღმდეგე. მე მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა. ბრძანება მივიღეთ ასეთი, რომ მოხდა რეორგანიზაცია, მაგრამ რის საფუძველზე მოხდა რეორგანიზაცია და ჩვენი ბედი აბსოლუტურად არავინ არ გაგვაცნო, – ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული.
ყოფილი საჯარო მოხელეები სამართლებრივ დავას აანონსებენ














კომენტარები