• რეკლამა
  • კონტაქტი
22:04, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს არის ნაცების რეჟიმის, მიწაზე გათხლეშილი სიმულიანტი სააკაშვილის წარმოებული პოლიტიკის შედეგი!” – დიტო სამხარაძე კირბალში მკვლელობაზე

ალია ავტორი - ალია
14:02 11-07-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,გუშინ ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მოგვიკლეს, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელი და შეუგუებელი ფაქტია! ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს არის ნაცების რეჟიმის, მიწაზე გათხლეშილი სიმულიანტი სააკაშვილის წარმოებული პოლიტიკის შედეგი! სხვა სახელმწიფოს ინტერესის გატარების გამო, ქვეყნის დაღუპვის პოლიტიკას რომ აწარმოებდა და 2007 წელს საქართველოდან გაშვებული ოკუპანტები, 2008 წელს ისევ დააბრუნა საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, რომელსაც მოგვიანებით ქვების გროვა უწოდა! ზუსტად მაგ ქვების გროვაზე, როგორც ნაცები ეძახით, მოგვიკლეს გუშინ ოკუპანტებმა ჩვენი თანამოქალაქე!
აქცია დაუანონსებიათ! ლოიალური პოლიტიკა აქვს ოცნებასო. ანუ აგრესიული პოლიტიკის გატარებას მოგვთხოვენ? თან კარგად იციან, აგრესიული პოლიტიკა რომელიმე სახელმწიფოსთან ომს რომ ნიშნავს, მითუმეტეს მტრულად განწყობილ რუსეთთან! ან რას ნიშნავს ლოიალური პოლიტიკა? აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარს რომ არ ვამბობთ რაიმეს სანაცვლოდ? ბომბების წვიმა რომ არ გვინდა? კონსტიტუციაში ირაკლი კობახიძის თაოსნობით ნატო და ევროკავშირში გაწევრიანება რომ ჩავწერეთ? ეს ლოიალური კი არა, ქვეყნის ინტერესების დაცვის პოლიტიკაა, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ! თვე არ გადის უკრაინიდან ქართველი გმირი რომ არ ჩამოვასვენოთ და აქციებს რატომ არ აანონსებენ? ანსხვავებთ ტერიტორიებს? რა მნიშვნელობა აქვს ოკუპანტი სად მოგვიკლავს ჩვენს მოქალაქეს? თუ საბაბი არ არის ქვეყნის ასარევად და ომში ჩასათრევად? დიახ, ასეა! ხალხი კარგად გიცნობთ, საერთოდ არ გვჭირდება თქვენი ბინძური ზრახვების გამოსააშკარავებლად რაიმე ძალისხმევა! ახლაც იგივე სცენარის დადგმას ცდილობთ, რაც ბევრჯერ არ გაგაკეთებინეთ და ვერც ვერასდროს მოიყვანთ სისრულეში ჩვენი ქვეყნის გადაშენებას!!! იცით კიდევ რატომ ხართ ფარისევლები? უკრაინის მილიციამ, ქართველი ვაჟკაცი მისი შვილების თვალწინ რომ მოგვიკლა და უკრაინელი მილიციონერის მხარე დაიკავეთ! ამის შემდეგ, მორალური უფლებაც დაკარგეთ ისაუბროთ და ქართველი კაცის მიმართ სოლიდარულობა ვინმემ დაგიჯეროთ! საშინელი ფაქტი მოხდა, მართლა გამწარებული ვარ, მაგრამ ვიცი რომ იმ პოლიტიკის ერთგული ვარ, რომლის გატარებით, გუშინდელის მსგავსად მოკლული ათი ათასობით მოქალაქე არ გვყავს საქართველოში!

ომი არ იქნება❗️დამნაშავეებს და პროვოკატორებს საკადრისი პასუხი გაეცემათ❗️

თეგები: დიტო სამხარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved