• რეკლამა
  • კონტაქტი
22:21, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ლა­ჩა­რი კა­ცე­ბის ხელ­წე­რა – ღა­რი­ბაშ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა” – ანა დოლიძე

ალია ავტორი - ალია
16:25 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

მოძ­რა­ო­ბა “ხალ­ხის­თვის” ლი­დერ­მა, ანა დო­ლი­ძემ, ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი­სა და მი­ყუ­რა­დე­ბის საქ­მე­ზე, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა.

რო­გორც ანა დო­ლი­ძე აცხა­დებს, მმარ­თვე­ლი გუნ­დი მათ­თვის საფრ­თხის­შემ­ცველ ყვე­ლა ოპო­ნენტზე, ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან თვალ­თვალ­სა და მი­ყუ­რა­დე­ბას აწარ­მო­ებს.

ანა დო­ლი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა ტე­ლე­გა­და­ცე­მა “პოსტ-ფაქ­ტუმ­ში” გა­სუ­ლი სი­უ­ჟე­ტის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. სი­უ­ჟეტ­ში შსს-ს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლი ყვე­ბა, რო­გორ ავა­ლებ­დნენ სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე თვალ­თვალს. გუ­ლაშ­ვილ­მა შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის და­ვა­ლე­ბით, ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და მოს­მე­ნის მიზ­ნით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა პო­ლი­ტი­კოს ანა დო­ლი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლშიც და­ა­მონ­ტა­ჟა.

“თუ ეს გაფრ­თხი­ლე­ბაა, რომ მე არ უნდა გა­ვა­კე­თო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ძალა და უნდა შე­ვეშ­ვა პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას, რო­გორც ჩანს, ის ხალ­ხი, ვინც ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის და­ვა­ლე­ბას იძ­ლე­ვა და ახორ­ცი­ე­ლებს, კარ­გად არ მიც­ნობს”, – გა­ნა­ცხა­და მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“ ლი­დერ­მა. ინ­ფორ­მა­ცი­ას მოძ­რა­ო­ბა „ხალ­ხის­თვის“ პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.ასევე დაგაინტერესებთ

ანა დო­ლი­ძის თქმით, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში რამ­დე­ნი­მე კი­თხვის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ძი­ოს.

„ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ფა­რუ­ლი ჩა­წე­რა 2014 წელს ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, თუმ­ცა ამ დროს მე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვი­ყა­ვი. 2015 წლის ივ­ნის­ში დავ­ბრუნ­დი ქვე­ყა­ნა­ში. მე­ო­რე კი­თხვის ნი­შა­ნი ისაა, რომ ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლია 2019 წელს, მა­შინ, რო­დე­საც მე ვი­ყა­ვი მთა­ვა­რი მებ­რძო­ლი სა­სა­მარ­თლო „კლა­ნის“ წი­ნა­აღ­მდეგ და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს მა­გი­და­ზე ედო „კლა­ნის“ მო­თხოვ­ნა, ჩემი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­დან გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამი­ტომ, მე ეს მეს­მის რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი გაფრ­თხი­ლე­ბა, რათა ჩემ­ნა­ირ აქ­ტი­ურ ადა­მი­ანს თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­გან. მე­სა­მე, და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ სუს-ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ივა­ნე გუ­ლაშ­ვი­ლი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ მას აქვს ფა­ი­ლე­ბი ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ და ამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი­დან მა­სა­ხე­ლებს მხო­ლოდ მე. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს ამ თე­მა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო წნე­ხი, რა­საც პი­რა­დად ვუზ­რუნ­ველ­ვყოფ“, – აცხა­დებს ანა დო­ლი­ძე.

პო­ლი­ტი­კო­სი თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­საც მო­უ­წევს.

“სახ­ლში შე­ვარ­დნა და ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა არის ლა­ჩა­რი კა­ცე­ბის ხელ­წე­რა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რა ტი­პის ოპე­რა­ცი­ას­თან გვაქვს საქ­მე, რამ­დე­ნად იყო ის საქ­მის კურ­სში, მან უნდა უარ­ყოს ან და­ა­დას­ტუ­როს ის, რა­ზეც სუს-ის თა­ნამ­შრო­მე­ლი სა­უბ­რობს”, – წერს ანა დო­ლი­ძე.

თეგები: ანა დოლიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved