• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ალია ავტორი - ალია
12:02 03-30-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

დღეს ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე, რა დროსაც ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა, ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ის არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. ყველაფერი დანარჩენი საბოლოო ჯამში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მისი წევრის ნების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

დეკანოზის თქმით, პატრიარქმა ვიწრო წრეში განმარტა, რომ მოსაყდრის საჯაროდ დასახელება მიზნად ისახავდა გაურკვევლობების მოხსნას და საზოგადოებაში გავრცელებული სპეკულაციების შეწყვეტას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც იყო აქტიური და ქმედითუნარიანი, 9 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე. დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო დიდი ვნებათაღელვა და ბოლო პერიოდში საკითხი ეხებოდა სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ.

როდესაც პატრიარქმა გადაწყვიტა მეუფე შიოს მოსაყდრედ დასახელება, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ ეს იმიტომ გააკეთა, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე, რომ დაფარული ანდერძი საზოგადოებაში გარკვეულ შფოთს შეიძლება ქმნიდეს და მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო დაწერილი, ადგა და განუცხადა საზოგადოებას.

ამიტომ 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის 8 წელზე მეტი გავიდა და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში“,- განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, მოსაყდრის ინსტიტუტი უკვე წლებია ფუნქციონირებს და მეუფე შიო ამ პერიოდში ზედმიწევნით ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს საპატრიარქოში.

„დღეს ყველა მღვდელმთავარი არის კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე, რა დროსაც ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა, ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის საყურადღებოა, რადგან ის არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. ყველაფერი დანარჩენი საბოლოო ჯამში არის იმ პროცედურით გადასაწყვეტი, რომელიც მართვა-გამგეობის დებულებაშია გაწერილი, საბოლოო ჯამში ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი ყველა მისი წევრის ნების მიხედვით“,- აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved