• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ერის ღალატი, ზურგში დანის ჩარტყმა ხალხისა და სახელმწიფოსთვის” – ვლადიმერ პუტინი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:21 06-24-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. მან “ვაგნერის” დაჯგუფების ქმედებებს “ერის ღალატი” უწოდა.

“დღეს რუსეთი საკუთარი მომავლისთვის უმძიმეს ბრძოლას გადის. პასუხობს ნეონაცისტების აგრესიას, ჩვენს წინააღმდეგაა, პრაქტიკულად, დასავლეთის მთელი სამხედრო, ეკონომიკური და საინფორმაციო მანქანა. ჩვენ კი ვიბრძვით ჩვენი ხალხის სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის. უფლებისთვის ვიყოთ და დავრჩეთ რუსეთად. ახლა წყდება ჩვენი ერის ბედისწერა, ამ ბრძოლას კი ერთობა და კონსოლიდაცია სჭირდება. გვერდით უნდა გადავდოთ ყველაფერი, რაც გვასუსტებს, რასაც ჩვენი მტრები ჩვენს შიგნიდან გასატეხად გამოიყენებენ და იყენებენ. ამიტომაც ქმედება, რომელიც არღვევს ჩვენს ერთობას, თავისი შინაარსით ქვეყნის ღალატია, იმ თანამებრძოლების ღალატი, ვინც ახლა ფრონტზე იბრძვის. ესაა ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის ზურგში დარტყმა.

ასე მოხდა 1917 წელსაც, როდესაც პირველ მსოფლიო ომში ვიბრძოდით, თუმცა გამარჯვება მოგვპარეს, ამის მიზეზი მაშინ ინტრიგა და პოლიტიკანობა იყო,რაც უდიდესი დანაკარგით დასრულდა.საბოლოო სარგებელი კი პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა და დასავლურმა ძალებმა მიიღეს,რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ნაწილ-ნაწილ გახლიჩეს. ამის განმეორების საშუალებს არავის მივცემთ, დავიცავთ ქვეყანას და სახელმწიფოებრიობას, მათ შორის, შიდა ღალატისგანაც, რასაც ახლა წავაწყდით. ეს სწორედ რომ ღალატია. განუზომელმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ღალატამდე მიგვიყვანა, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე,იმ გმირების წინაშე, რომლებიც ათავისუფლებდნენ სოლიდარსა და დონბასს, რომლებიც რუსული სამყაროს ერთობისთვის სიცოცხლეს გასცემდნენ. მათ სახელს უღალატა ყველამ, ვინც ამბოხების ორგანიზებას ცდილობს. ამით ისინი უბიძგებენ ქვეყანას ანარქიისა და ძმათა მკვლელობისკენ, საბოლოოდ კი დამარცხებისა და კაპიტულაციისკენ.

ნებისმიერი შიდა არეულობა სასიკვდილო საფრთხეა ჩვენთვის, როგორც ერისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის. ამიტომ ჩვენი საპასუხო ქმედებები იქნება მკაცრი, ყველა ვინც გაცნობიერებულად დადგა ღალატის, სამხედრო ამბოხებისა და შანტაჟისა და ტერორისტული ქმედებების გზაზე – გარდაუვალ სასჯელს მიიღებენ. პასუხს აგებენ სამართლისა და ხახის წინაშე. სამხედრო ძალებმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა უკვე მიიღეს აუცილებელი ბრძანებები – დამატებითი ანტიტერორისტული ზომები ახლა მიიღება მოსკოვში, მის ოლქებში და სხვა რეგიონებში. გადამწყვეტ ზომებს მივიღებთ სიტუაციის სტაბილიზებისთვის როსტოვში, სადაც ვითარება რთულია. ფაქტობრივად დაბლოკილია სამხედრო და სამოქალაქო ორგანოების მუშაობა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი, მისი მთავარსარდალი, მისი მოქალაქე – ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ დავიცვა რუსეთი, მისი კონსტიტუციური წყობა,რუსი ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება, მათი თავისუფლება. ვინც სამხედრო ამბოხების ორგანიზება მოაწყო და იარაღი აიღო თანამებრძოლების წინაშე – მათ გაყიდეს რუსეთი და პასუხსაც აგებენ. მათ კი, ვის ჩართვასაც ამაში ცდილობენ, მოვუწოდებ არ ჩაიდინოთ ეს ტრაგიკული შეცდომა, გააკეთეთ ერთადერთი სწორი არჩევანი – შეწყვიტეთ დანაშაულში მონაწილეობა. ჩვენ ნებისმიერ გამოწვევას დავძლევთ, კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით,”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved