• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეს არის ძირითადი გზები, რითიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბარი – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
18:04 11-25-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე თეორიული შესაძლებლობა – ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ვერსიებს განიხილავს.

„რამდენად შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება?სპეციალისტებთან (იურისტებთან, კონსტიტუციონალისტებთან) კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე თეორიული შესაძლებლობა:1. სამართლებრივი გზები:* თუ განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, უნდა გადაისანჯოს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო და სასამართლომ გააუქმოს.- მსგავსი შესაძლებლობა მოცემულ სასამართლო სისტემაში პრაქტიკულად ნულოვანია.* უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანა.- ეს პროცესი რეალისტურიც რომ იყოს, მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია, რადგან უცხოელი მოსამართლეების შესაძლებლობა გარდამავალი მართლმსაჯულების პირობებში ხდება და არა ექსკლუზიურად ერთ კონკრეტულ შემთხვევაში. ამასაც სჭირდება ჯერ საზოგადოებრივი და პოლიტიკური კომპრომისი, შემდეგ ადმინისტრირება, უცხოელი მოსამართლეების გადამზადება საქართველოს კანონმდებლობის კომპეტენციებში და ა.შ. ეს რამდენიმე წლიანი პროცესია.* შესაძლებელია პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს პარლამენტმა ამნისტიის კანონის ფორმატში.- ამას სხვადასხვა კომპონენტთან ერთად სჭირდება საზოგადოებრივი კონსენსუსი, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენს შემთხვევაში, ეს მინიმალურია.* პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება. – გარდა პრეზიდენტის პოზიციისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ აქ მნიშვნელოვანი ფაქტორებია მაგალითდ წინა ხელისუფლების დროინდელი პირები, რომლებსაც დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სტრასბურგის ფარგლებშიც კი ასეთი არაერთია, არა თუ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, შეიწყალოს პატიმარი, მინიმუმ, მოკლევადიან პერსპექტივაში შეუძლებელია.2) არაპირდაპირი გზები:* საზოგადოებრივი ზეწოლა.- ამისათვის მნიშვნელოვანია ხალხში არსებობდეს კონსენსუსი ანუ თანხმობა და იყოს მძლავრი სახალხო აქციები მძლავრი პროტესტით. მსგავსი მოცემულობა დღეს არ გვაქვს. შესაბამისად, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან საჭიროა საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა, რომელიც რეალისტურობის შემთხვევაშიც საშუალო ვადიანი პერსპექტივაა.* საგარეო ზეწოლა.- არსებითად, საგარეო დამოკიდებულებები უკავშირდება არა იმდენად მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნას ან რეკომენდაციას, არამედ მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას, მისი მორალური, ფიზიკური, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ა.შ. კუთხით. აქცენტი გაკეთებულია სასამართლო რეფორმებზე და არა რომელიმე ექსკლუზიურ შემთხვევაზე.- რაც შეეხება უკრაინის ფაქტორს, უკრაინაც, არსებითად, მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. ასევე არ დაუყენებია უკრაინის ხელისუფლებას ექსტრადიციის საკითხიც.აი, ეს არის ძირითადი გზები, რითიც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებაზე საუბარი, თუმცა, თითოეული მათგანი ამ დროისთვის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობაა და არა პრაქტიკული, მით უფრო, მოკლევადიანი“ – წერს არჩილ გამზარდია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved