• რეკლამა
  • კონტაქტი
12:56, ოთხშაბათი, 4 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ეს არის ბლეფი და საუკუნის პოლიტიკური აფიორა” – გიორგი გუგავა

ალია ავტორი - ალია
02:27 08-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,305

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

-ბატონო გიორგი, პარლამენტში დეოლიგარქიზაციის კომისია შექმნეს, რომლის თავმჯდომარეც ანრი ოხანაშვილი გახდა. ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები წინასაწარ აცხადებენ, კომისია კი შევქმენით, ანტიოლიგარქიულ კანონსაც მალე მივიღებთ, მაგრამ კანონი ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება, ის ოლიგარქი არ არისო. აბა, მე და თქვენ ვართ ოლიგარქები?

–კომიკურია უკვე ის ფაქტი, რომ ამ კომისიას სათავეში ანრი ოხანაშვილი ჩაუყენეს, რომელიც კბილებით იცავს ბიძინა ივანიშვილს და ბოლო თვეებია იმას  აცხადებს, ივანიშვილი ოლიგარქი არ არისო. აქედან ჩანს, რომ ეს კომისია ფიქციაა და არ აპირებენ არანაირი ანტიოლიგარქიული კანონის მიღებას. ამ ქვეყანაში ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი და სხვა არავინ. ოლიგარქია, ვინც ფლობს დიდ ფინანსებს და გავლენს ხელისუფლებაზე. ივანიშვილზე დგას ეს ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ივანიშვილის ყმები არიან და ცხადია, ყმები ისეთ კანონს ვერ მიიღებენ, რომელიც ივანიშვილს მცირე დისკომფორტს მაინც შეუქმნის… ვერც იმას შებედავენ ივანიშვილს, რომ თქვან, ვნახოთ, ვის შეეხება ეს კანონი, ვნახოთ, ივანიშვილს შეეხება თუ არაო. ვერც ოხანაშვილი იტყვის ამას და ვერც სხვა. იმასაც ვერ ბედავენ, მცირე ხნით მაინც, ეჭვქვეშ დაყენონ ივანიშვილის სტატუსი. ოლიგარქია, ივანიშვილის მმართველობა, წარმოადგენს ეროვნულ საფრთხეს. ეს ხელისუფლება არის რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციის გაგრძელება საქართველოში. ეს ყველაფერი უნდა გავაცნობიეროთ კარგად. ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ ესენი ევროკომისიის 12 პუნქტს შეასრულებენ და რაიმეს გააკეთებენ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად. ამას მხოლოდ მიამიტები და ბრიყვები დაიჯერებენ. ეს არის ბლეფი და საუკუნის პოლიტიკური აფიორა. ევროსაბჭომ თავის რეზილუციაში პირდაპირ ჩაწერა, რომ საქართველოში ოლიგარქი  ბიძინა ივანიშვილია. მერე იგივე ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა გაიმეორეს და ესენი ანტიოლიგარქიული კანონის მიღებამდე აცხადებენ, ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, ეს კანონი ივანიშვილს არ შეეხებაო. ეს 12 პუნქტი რომ შეასრულონ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავი, საკუთარი ფეხით აიყვანონ სახრჩობელაზე. ამას კი, ცხადია, არ გააკეთებენ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ კომისიაშიც შევიდა და იმ დანარჩენ ოთხ კომისიაში შესვლასაც აპირებენ, რომლებიც ვითომ ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იქმნება –„მოქალაქეები“, „გირჩი“, „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წევრი და კიდევ სხვა დეპუტატები.

–„ქართული ოცნების“ ლიდერები, იმ დღიდან, რა დღიდანაც საქართველოს დეოლიგარქიზაციის საკითხი დადგა დღის წესრიგში, აცხადებენ, რომ ოლიგარქები არიან მიშა სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი და კობა ნაყოფია. ამ ხალხს, ბიუჯეტიდან ბევრი ფული აქვთ უკანონოდ ნაჭამი და ჩემი აზრით, კორუფციონერები არიან და ამის გამო პასუხი უნდა აგონ. ოლიგარქის რამდენიმე განმარტება არსებობს, მაგრამ ერთი რამ ყველგან უცვლელია – ოლიგარქს ხელისუფლებაზე გავლენა უნდა ჰქონდეს. გამოდის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და სხვები გვიმტკიცებენ, რომ სააკაშვილს ციხიდან, ძებნილ კეზერაშვილს და ნაყოფიას ამ ხელისუფლებაზე აქვთ გავლენა. ნახეთ, რა აბსურდულ სიღრმეებში წავიდნენ ეს საცოდავები?!

– მართლა კარგი მიგნებაა. ძალიან დიდი აბსურდია. გვიცხადებენ, რომ ეს სამი კაცი მართავს ქვეყანას? მაშ, თვითონ რას აკეთებენ? ოღონდ ბიძინა ივანიშვილი არ ახსენონ, ოღონდ ოლიგარქის კონტექსტში მისმა სახელმა არ გაიჟღეროს, მზად არიან ნებისიმიერი სისულელე ილაპარაკონ და აკეთონ. ყველაფერს აკეთებენ ეს გამყიდველები, რომ ოკუპანტი რუსეთის ინტერესები გაატარონ ქვეყანაში. ლამის ხელით მართვაზე გადავიდნენ უკვე. კრემლის დასმული ეს ხალხი თუ არ მოვიშორეთ, ყველაფერს დავკარგავთ, მალე სამშობლო აღარ გვექნება. ეგზინტენციალური  გამოწვევის წინაშეა ჩვენი ქვეყანა და ამას უნდა მიხვდეს ხალხი.

 

თეგები: გიორგი გუგავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით ულიმიტო კომბინაციები, სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები სპეციალურ ფასად!

12:37 02-04-2026
„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ახალი ამბები

„ფონდმა ნატახტარმა“ საზოგადოებას 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

16:50 02-03-2026
ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

14:37 02-03-2026
თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

11:23 02-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved