ბიზნესმენ თემურ ჭყონიას თქმით, მას შემდეგ რაც წალენჯიხაში ახალი მერი მოვალეობების შესრულებას შეუდგება, მუნიციპალიტეტში ჩავა და გარემოს შეისწავლის. როგორც მან ფორმულასთან თქვა, ეს არ ნიშნავს “ვინმეს წინააღმდეგ წასვლას” ან ოფისის გადატანას.
“ქვეყნის განვითარება არის, რომ ბევრი ოფისები უნდა გაიხსნას და ბევრი წარმოებები. ერთი წარმოებით რომ იწანწალო აქეთ-იქით, რა გამოვა, ერთი იქნება სულ. მე უბრალოდ დამაინტერესა, ეს ბიზნესაზარტია. მერი აღმოჩნდა ძალიან კრეატიული. აღმოჩნდა მერი, რომელიც აპირებს წალენჯიხაში იმ პროექტების განხორციელებას დამოუკიდებლად. მე მაინტერესებს კოალიციური მმართველობის პერიოდში როგორი დამოუკიდებელი შეიძლება იყოს მერი გადაწყვეტილებების მიღებაში”, – განმარტა ჭყონიამ.














კომენტარები