სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი თბილისის მერის დიაგნოზს ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული დაავადება მანაც გადაიტანა.
გოგაშვილი კალაძეს გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“ჯანმრთელობას გისურვებ კახი. ვიცი, რომ მალე დაუბრუნდები აქტიურ ცხოვრებას. უფალი იყოს შენი და შენი სუფთა, ძალიან ლამაზი ოჯახის მფარველი. ეგ დაავადება მეც გადავიტანე და დავამარცხე.
შენც მალე დაამარცხებ. ეს არის ყოველდღიური 24 საათიანი მუშაობის, არანორმალური წესის შედეგი, რაშიც დღეს საჯარო მოხელეს და პოლიტიკოსს უწევს ცხოვრება. ამას ემატება მუდმივი ნეგატივი, ღალატი, ცილისწამება, გაუტანლობა და აშ.რაც შეეხება ვიღაცეების ღლიცინს.
რა პასუხი უნდა გაეცეთ მათ? არანაირი. მათ ცხოვრებამ უკვე გასცა პასუხი და დატოვა ხელმოცარულ წარუმატებლებად. ღმერთმა შეუნდოთ…” – წერს გოგაშვილი.














კომენტარები