ფილოლოგი, ქეთევან ენუქიძე:
მდაა… კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს არ არის “ვეფხისტყაოსანი”, მაგრამ, რაც არის, ბებერ პერვერტებს უთუოდ გაახარებს…
იმედია, ეროტიზმად მაინც ვარგა და პორნოგრაფიაში არ გადადის.
ამისთვისაც გმადლობთ…ასევე შეგახსენებთ, რომ, მაგალითად, შექსპირი მილიონჯერ დადგეს – რა სახით აღარ, თუმცა, რაკი არსებობდა კამერული ვერსიები, რომელი რეჟისორი როგორ გაგიჟდებოდა, ეს აღარავის აღელვებდა.
“ვეფხისტყაოსნის” ეს ერთი ვერსია გვაქვს და, მოდით, ვთქვათ, ყველა ეპოქას თავისი “ვეფხისტყაოსანი” აქვს. ჩვენ ეს გვაქვს, რაც შეგვეფერება…კიდევ ერთს დავამატებ: ნებისმიერ ხელოვანს თავისი ხედვა აქვს და თავისი სათქმელი…
ამას დაუმატეთ პოსტმოდერნიზმის მზაკვრობა და “კერძი” მზად იქნება.და ბარემ ესეც…
ამ ბოლო დროს კლასიკის ისეთი ინტერპრეტაციები ვნახე, რომ ცუდი არ იქნებოდა, ან ფილოლოგები დაექირავებინათ კონსულტანტებად, ან უმარტივესი რამ გაეკეთებინათ:
დაეფიქსირებინათ, რომ ესა თუ ის ტექსტი უბრალოდ შთაგონების წყაროა, თორემ იმქვეყნად ისე გმინავენ ჩვენი მწერლები და პოეტები, უკვე მე-15 სართულზე მესმის მათი ხმა…
















კომენტარები