ბელარუსის პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა:
“არ დაუჯეროთ სხვებს, ამ ქვეყანაში დიქტატურა არ არის და ვერც იქნება. ვერ იქნება, იცით რატომ? იმიტომ, რომ დიქტატორობისთვის საჭიროა, გქონდეს დიქტატორის ბერკეტები. რა ბერკეტები მაქვს მე?
ამერიკელებმა მოიგონეს – დიქტატორია, დიქტატორიო. როგორ შეიძლება, ამერიკასთან ერთად დიქტატორი ვიყო. დღეს ბაიდენებსაც და ტრამპებსაც კი არ შეუძლიათ დიქტატორობა, გლობალური მშპ-ს 30%-ს რომ აწარმოებენ და მე როგორღა უნდა ვიყო დიქტატორი.
გვაქვს ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა? შემიძლია რუსეთში ან ჩინეთში ჩავიდე და ფეხი დავაბაკუნო და ვუთხრა – ეს გააკეთეთ მეთქი? არა, ეს სისულელეა.
სტალინს შეეძლო დიქტატორობა, ან ჰიტლერს – მთელი ევროპა ფეხქვეშ ჰყავდა, მისი ყველას ეშინოდა. და მე რა მაქვს?
აქ არ არის დიქტატურა და მე ის არც მჭირდება”.
ლუკაშენკომ 2012 წელს Reuters-თან მიცემულ ინტერვიუში საკუთარ თავს “ევროპის ბოლო დიქტატორი” თავადვე უწოდა.
კომენტარები