• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ამბავი გახმაურდა თუ არა, ამერიკის ელჩი მივიდა ბიძინასთან და უთხრა, მაგაზე არც კი იფიქროო…” – ლაშა ამირეჯიბი

ალია ავტორი - ალია
19:30 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

„ალიას“ ესაუბრება სამოქალაქო აქტივისტი, ლაშა ამირეჯიბი.

– რაც  მიშას ზეობის დროს მისი ხელისუფლების დანაშაულებებზე „ალიაში“ იწერებოდა, ასტომეული დაიბეჭდება! როცა ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველა ნომერში ვწერდით, რომ გამოეძიებინათ ეს საქმეები, დაესაჯათ დამნაშავეები და აეკრძალათ ნაცმოძრაობისთვის პოლიტიკური საქმიანობა. მაგრამ არა! გაიყურსნენ ესენი და ბოლოს „კოაბიტაციით“ დაასრულეს. ახლა კიდე ისიც მოახერხეს, რომ „ნაცებს“ გვერდში დაუყენეს ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც მიშას წლები ებრძოდნენ. ახლა კი ყველა ერთად სწორედ „ოცნებას“ და ივანიშვილს უტევს.

– მოდი, ბიძინა ივანიშვილს ნუ დავაბრალებთ ყველაფერს. მისმა გარემოცვამ შექმნა ეს ვითარება. ამ უახლოესი გარემოცვის წევრებს უნდათ,  რომ მას სახელი გაუტეხონ. ყველა შეცდომა, რაც ხელისუფლებას მოსდის, ყველა დანაშული, რაც ჩაიდინეს, მას დაბრალდეს. კი, ბევრი აქვს მოსაკითხი ხელისუფლებას, ხალხი გულნატკენია, მაგრამ „ნაცები“ მაინც არ უნდათ. მე არ ველოდი ნინო ბურჯანაძისგან, რომ შალიკოს ფანჩატურში აღმოჩნდებოდა. რევანშისტები არიან ყველანი, ერთი სული აქვთ, ეს ხელისუფლება ჩამოაგდონ, დაწყებული შალვა ნათელაშვილით და ფიქრია ჩიხრაძით დამთავრებული. რა უბედურებაა ეს? იმას კი  არ ფიქრობენ, რომ ქვეყანა ისე დაიშლება, იმის აწყობას ერთი 50 წელი მაინც დასჭირდება.

– ბიძინა ივანიშვილი იმ თავის გარემოცვას თვითონ არ ირჩევს? მე ხომ არ ვუნიშნავ?  უკვე წლებია, ყველაფერი ივანიშვილის გარემოცვას ბრალდება.

– იმ გარემოცვის მეტი წილი, გარედან არის დანიშნული. ვიღაცების დარეკვებით, ზარებით ინიშნება ხალხი. ივანიშვილს აუკრძალეს ეროვნული, პატრიოტული ჯგუფის შექმნა, რასაც აპირებდა. ზუსტად ვიცი, რომ უნდოდა ასეთი პატრიოტული ჯგუფის შექმნა. ეს ამბავი გახმაურდა თუ არა, იმავე დღეს დაურეკა ამერიკის მაშინდელმა ელჩმა და შეხვედრა სთხოვა. მივიდა ბიძინასთან და უთხრა, რა ეროვნულ ძალაზე ლაპარაკობ, ეს საკითხი გააჩერე, მაგაზე არც კი იფიქროო. არის რაღაც საკითხები, სადაც ივანიშვილი დამოუკიდებლად ვერ მოქმედებს. იგივე ხდება გარემოცვის შერჩევისას.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: ბიძინა ივანიშვილილაშა ამირეჯიბი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved