• რეკლამა
  • კონტაქტი
20:25, სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეს ამბავი ბაბუაჩემ ჟაკოს გავუმხილე. არ იდარდო, მე ვიცი მაგისი წამალიო, მითხრა…” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
19:48 07-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,577

მამუკა ხაზარაძე თავისი წიგნიდან ,,ფეისბუქზე” კიდევ ერთ ნაწყვეტს აქვეყნებს:

ყველაზე მაღალი გოგო

მეხუთე კლასში თანაკლასელ ბიჭებში ყველაზე დაბალი ვიყავი. დილაობით სკოლაში დილის გამამხნევებელი ვარჯიშები ტარდებოდა, მთელი სკოლა დირექტორის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მწკრივში დგებოდა. დირექტორი კიბის ზედა საფეხურიდან გვაკვირდებოდა, ხოლო რადიოს ჩახრინწულ ხმაზე ფიზკულტურის მასწავლებელი სხვადასხვა ვარჯიშს გვაჩვენებდა, რომელსაც მოსწავლეები სინქრონულად უნდა ავყოლოდით. „ერთი, ორი, სამი… ერთი, ორი, სამი…“ – ისმოდა მასწავლებლის ხმა ტამ, ტარარა რა რა, ტამტარა მუსიკაზე.

ერთ­-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს სკოლაში მოვიდა ახალი მასწავლებელი, რომელსაც გოგონა მოჰყვა. როგორც მერე გავარკვიეთ, მასწავლებელი ქიმიის იყო, გოგონა კი მისი შვილი, სახელად, ირინა. განსხვავებულმა სკოლის ფორმამ მიიქცია ჩემი ყურადღება. მერე მივხვდი, რადგანაც მასწავლებლის შვილის იყო, ალბათ, ამიტომ დართეს ნება ასეთი ფორმის ტარების, მაშინ ხომ ყველას ერთნაირი, საბჭოთა „გოსტ“ სტანდარტის ფორმა უნდა სცმოდა. მოკლედ, ამ დაკვირვებაში ვიყავი, რომ ეს უბაფთო გოგონა (ბაფთა ასევე სავალდებულო იყო ყველა გოგონასთვის) პირდაპირ ჩემ შემდეგ დააყენეს, როგორც ყველაზე მაღალი გოგოებს შორის და დაიწყო ჩემი ნერვიულობა. არ მესიამოვნა ჯერ ის, რომ მისით დავინტერესდი და, რაც მთავარია ის, რომ მასზე დაბალი აღმოვჩნდი. ეს ამბავი ბაბუაჩემ ჟაკოს გავუმხილე. არ იდარდო, მე ვიცი მაგისი წამალიო, მითხრა და ბებიაჩემ ანიკოს დაავალა, რომ ჩემთვის სტაფილოს და ფეიხოას წვენი დაეწურა ხოლმე. მეც სულმოუთქმელად ვსვამდი ბებიას დაწურულ წვენებს იმ იმედით, რომ ჩემი ადგილი ბიჭების რიგში ცოტათი მაინც წინ გადაინაცვლებდა. არ მახსოვს, როდის შევეშვი წვენების სმას, ალბათ მაშინ, როდესაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვერა და ვერ მიშველა, მაგრამ უკვე მეცხრე კლასში, საზაფხულო არდადაგებიდან დაბრუნებულს, მასწავლებელი მომიტრიალდა და მითხრა, ხაზარაძე, კარადის თავზე წიგნები აწყვია და ჩამომიღე, მაღალი ხარ და არ გაგიჭირდებაო. ეს რა მითხრა, მაღალი ხარო! ხომ არ მომესმა?! მაშინ მივხვდი, რომ იმ ზაფხულს სწრაფად ავიყარე ტანი და ბიჭების რიგში, საპატიო წინა ადგილზეც გადავინაცვლე.

იმ უბაფთო, მაღალ გოგოს, ირინა ხიდეშელს და მე დღეს უკვე ხუთი შვილი გვყავს, ჩემი ცოლი და ყველაზე მაგარი მეგობარია. ირინასთვის ბავშვობაში სასიყვარულო წერილი არასდროს მიმიწერია. რა ვიცი, მრცხვენოდა თუ მეშინოდა, სხვას არ წაეკითხა, ახლა ამის გარკვევას რა აზრი აქვს. ჰოდა, ახლა, ამ წიგნში მინდა ვუთხრა, რომ პირველი დღეებიდან მიყვარს, რომ მასთან გატარებული ეს წლები დიდი საჩუქარია და მისი გვერდით დგომა რომ არა, ბევრ სირთულეს ვერ გადავლახავდი.

#სიმართლეგითხრათ

თეგები: მამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება
ახალი ამბები

ლიბერთის და გორგიას ერთობლივი შეთავაზება

14:44 12-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved