• რეკლამა
  • კონტაქტი
10:19, კვირა, 15 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს ამბავი ამერიკაში ხდება! არ შემეძლო არ მომეყოლა” – გია ხუროშვილი

ალია ავტორი - ალია
03:30 05-18-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
612

ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი:

“ეს ამბავი არ შემეძლო არ მომეყოლა თქვენთვის!

აეროპორტში ვარ, შემოდის ჯარისკაცების 15-20 კაციანი ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად მგზავრობს.

როგორც წესი, ჩასხდომის დროს, პირველი ცხადდება პირველი კლასი, შემდეგ ბიზნესი და ა.შ. მე მშვიდად ვარ, სანამ ჩემს კლასს (ეკონომს) გამოაცხადებენ 10-15 წთ მაინც მაქვს ვიცი!

უცებ ვხედავ, რომ ხომალდის მეთაური მოდის, ესალმება პირველი კლასის მგზავრს ( აშკარად გავლენიანი და ცნობილი პიროვნებაა ეტყობა ეს მგზავრი !)

კინოს სცენარს ჰგავდა რაც მოხდა:

ხომალდის მეთაური მიდის გამომცხადებლის მიკროფონთან და აცხადებს:

“პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრების დაჟინებული მოთხოვბით ბორტზე ვიწვევთ სამხედროებს, მათი ოჯახის წევრებს და ვეტერანებს! მადლობას გიხდით თქვენი სამსახურისათვის!”

ამ დროს, იატაკზე გაგორებული ახალგაზრდა სამხედროები, ჩიპსებს ჭამდნენ თავისთვის. წამოდგნენ, ტანსაცმელი გაისწორეს, წელში გასწორდნენ და თვითმფრინავში დაიწყეს შესლა. მათი სწრაფი მობილიზაცია, სამხედრო წვრთნას ჰგავდა.
ყველა მგზავრი ტაშს უკრავს!
ეს ამბავი ამერიკაში ხდება!

პ.ს.
მე ასეთი საქართველო მინდა, სადაც ყველა ადამიანის ღვაწლი სათანადოდ იქნება დაფასებული!
ახალგაზრდებს (მათ შორის სამხედროებს) ექნებათ მხარდაჭერა მთავრობის და საზოგადოების მხრიდან და მათ მომავალს საფრთხე არ დაემუქრება!

ასეთ საქართველოში, სხვა თვალით და მოკრძალებით შევხედავ ჩოხოსან ცხენოსნებს დედაქალაქის ქუჩებში და ჩიხტიკოპიან ქალებს!

დღეს კი ჩემი იმედგაცრუება და სარკაზმნარევი იუმორი მაპატიეთ, “ოჯახის და სიწმინდის იმ დამცველებმა” რომლებიც მზად ხართ ახალგაზრდებს წაართვათ მომავალი: იმიტომ რომ კრემლს სურს მათი დასჯა!”

თეგები: გია ხუროშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved