• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს ადამიანი არც არავის არ მოუწამლავს, არც კვდებოდა და არაფერი არ ხდებოდა… ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი“ – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:00 06-21-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347

სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას, ვინც ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდნენ.

“სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან არასდროს არ წასულა, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა. შეგახსენებთ, რომ იგი სასამართლო პროცესზე წარსდგა, როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა.

ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა, ქართველი პოლიტიკოსის და მით უმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონია მსოფლიო ისტორიას არ უნახავს. სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც იგი ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი და ცირკი, რაც დაგვიდგა და ის აღვირახსნილი ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია, რაც მან აწარმოა, მისმა ოჯახმა და ლობისტებმა, ამისთვის მათ ყოველდღე უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს საზოგადოებას.

ხომ ვნახეთ ყველამ, რომ ეს ადამიანი არც არავის არ მოუწამლავს, არც კვდებოდა და არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები. ამდენი ხნის შემდეგ, რაც მან საბოლოოდ მიიღო უარი სტრასბურგის სასამართლოდან, რომ შეწყვიტოს ეს თამაში, სპეკულაციები და სიმულაციები, ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არის კარგად. საზოგადოების არც ერთ წევრს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ კითხვები აღარ რჩება.

სააკაშვილის თემაზე მე საუბარი არ მინდოდა, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, მე ერთი პასუხი მინდა ვთქვა: მისმა ლობისტებმა და მათ შორის, ევროპელმა პოლიტიკოსებმა, ამერიკის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ქართული იყვნენ, რომლებიც იცავდნენ ამ სპექტაკლს, ბოდიში უნდა მოუხადონ საზოგადოებას და ჩვენს სახელმწიფოს, იმ ზიანისთვის, რომელიც მათ მიაყენეს მთელს მსოფლიოში. ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც მიმდინარეობდა სხვადასხვა მედია საშუალებებიდან, რომ ჩვენ მოვწამლეთ, ჩვენ ვაწამებთ, მოვკალით – ამ ყველაფერზე, დიდ ბინძურ კამპანიაზე, ძალიან სამართლიანი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved