• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ეს 3 ძირითადი  ფაქტორი უშლის ხელს ჩვენს ქვეყანაში რეფერენდუმის გამართვას“ – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
18:16 03-22-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
256

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“  დამფუძნებელი,   ზვიად ტომარაძე.

– ბატონო ზვიად, გარკვეული ჯგუფები მოითხოვენ, რომ გახმაურებული კანონპოექტი „უცხოეთის ქვეყნების აგენტების გამჭვირვალობის შესახებ~, რეფერენდუმზე გაიტანონ და ხალხმა გადაწყვიტოს, გვჭირდება თუ არა ეს კანონი. რამდენადაც ვიცი, რეფერენდუმით ამგვარი საკითხით გადაწყვეტა ჩვენთან შეუძლებელია. კარგად აგვიხსენით, რატომ?

– 30 წელია ქვეყანას, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ყაიდის ხალხი მართავს ქვეყნის გარედან  წამოსული დირექტივებით. იგნორირებულია მოსახლეობის მოთხოვნები, მმართველები არ ითვალისწინებენ იმას, რაც ჩვენს რეალურად ქვეყანას სჭირდება, რომ ჩვენი გავხდეთ მწარმოებელი სახელმწიფო და არ ვიყოთ მხოლოდ მომხმარებელი.   სასურსათო უსაფრთხოების არქონა, მიგრაცია, დემოგრაფიული პრობლემები, სიდუხჭირე და კიდევ მრავალი პრობლემა უდგას ჩვენს ქვეყანას. ამას არც ხელისუფლება ითვალისწინებს და სამწუხაროდ, არც დღეს არსებული ე.წ.  პოლიტიკური ოპოზიცია იწუხებს თავს ამაზე საუბრით. ამიტომ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩამოყალიბდეს არა მორიგი პარტია, არამედ სახალხო მოძრობა, რომელიც ხალხში ნდობას მოიპოვებს და რეალურად კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს ხელისუფლებას. ეტაპობრივად კი გამარგინალებულ და დასუსტებულ ფსევდო–ოპოზიციურ ძალებსაც ჩაანაცვლებს. ხშირ შემთხვევაში მათი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა და არა ის, რომ წარმოადგინონ  პრობლემები, რომლებიც  ერს და ქვეყანას აწუხებს და მათი გადაჭრის გზები შემოგვთავაზონ. გარდა ამისა, უმნიშვნელოვნესი საკითხია, რეფერენდუმის უფლების დაბრუნება ჩვენი ხალხისთვის. დღეს არსებული საკანონმდებლო ხარვეზების არსებობის შედეგად, რეფერენდუმის უფლება მოსახლეობას წართმეული აქვს. 1991 წლიდან, მხოლოდ  ორჯერ ჩატარდა რეფერენდუმი. პირველად, როდესაც რეფერენდუმის შედეგად მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და მეორედ, 2003 წელს, როდესაც  პარლამენტართა რიცხვი შემცირდა 235 დეპუტატიდან  150 დეპუტატამდე.

– დავაკონკრეტებ, რომ „კანონი რეფერენდუმის“ შესახებ გვაქვს და ამის მიუხედავად, რისი უფლება აქვს წართმეული ხალხს?

– რეალურად, რეფერენდუმის უფლება კონსტიტუციითაც გვაქვს, მაგრამ როგორც ერთ ქართულ ფილმშია, გეკუთვნის მაგრამ, არ გეკუთვნისო, დაახლოებით მსგავს ვარიანტთან გვაქვს საქმე. მოდით, ავხსნათ, რა საკანონმდებლო ხარვეზებთან გვაქვს საქმე. თუ მოინდომე რეფერენდუმის ჩატარება, შეიტანე განაცხადი ცსკო–ში, ყველა კანონი დაიცავი,  ყველა ბარიერი გაითვალისწინე და  ცსკო–მ მოგცა  რეფერენდუმის  ჩატარების უფლება, მერე ეს მოთხოვნა გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ჩემი აზრით, როგორც არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, პრეზიდენტს  უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმის  უფლება, რეფერენდუმის თარიღი დანიშნოს და არ უნდა ჰქონდეს უარის თქმის უფლება. ახლა პრეზიდენტს აქვს უფლება, უარი  თქვას რეფერენდუმის დანიშვნაზე. თუ უარი შეიძლება მითხრას, მაშინ რატომ მაწვალებ? თვეების მანძილზე ხელმოწერებს ვაგროვებ, მერე მიმაქვს ცსკო–ში, მერე ხდება ხელმოწერები ნამდვილობის დადასტურება, უამრავი ადამიანური და ფინანსური რესურსი მიაქვს ამ პროცესს და ბოლოს პრეზიდენტი ან გინიშნავს და ან არა რეფერენდუმს. კი, ბატონო, პრეზიდენტს უარის თქმის უფლება  უნდა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ მას მიმართავს ხელისუფლება ან პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი. ეს ისედაც არის კანონით გათვალისწინებული. თუმცა, ისინი იმ ბარიერებს არ გადიან, როგორც კონკრეტულ საკითხებზე რეფერენდუმის ჩატრების საინიციატივო ჯგუფები, იმდენს არ წვალობენ. მეორე საკანონმდებლო ხარვეზი ის არის, რომ რეფერენდუმს ჩატარება არ შეიძლება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად. კონსტიტუციაშიც და „რეფერენდუმის შესახებ კანონშიც“ არის ეს ჩანაწერი.  ეს არის სრულიად აბსურდული ჩანაწერი. აქ ორი ვარიანტია. რას ნიშნავს ეს. რეფერენდუმი სწორედ იმით განსხვავდება პლებისცისტისაგან, რომ აქ მიღებული გადაწყვეტილება უნდა აისახოს კანონში და  ეს პირდაპირ სწერია  რეფერენდუმის კანონის 28–ე მუხლში, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგი ერთი თვის ვადაში მოიყვანოს სისრულეში და  ასახოს კანონმდებლობაში. თუ ეს იმისთვის სწერია, რომ მთლიანი კანონის მიღება არ შეიძლება, მაგალითად, როგორიც არის „კანონი უცხოეთის ქვეყნების აგენტების გამჭვირვალობის შესახებ“, ან, დავუშათ, გავაუქმოთ რომელიმე კანონი. ამ შემთხვევაშიც არასწორია ეს ჩანაწერი, რადგან კანონს ასე ვერ დააყენებ, კანონი შედგება მუხლებისაგან, ხოლო რეფერენდუმის საკითხი მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მოსახლეობამ გასცეს პასუხი – კი ან არა. თუ ეს ჩანაწერი გულისხმობს ერთიანი, მთლიანი კანონის მიღებას, ამ შემთხვევაშიც არასწორია. ამიტომ ეს ჩანაწერი მთლიანად ამოსაღებია. მესამე საკანონმდებლო ხარვეზი ის არის,  თუ რეფერენდუმის შედეგად  მიღებული გადაწყვეტილება მოითხოვს კონსტიტუციაში ასახვას, კონსტიტუცია სცნობს რეფერენდუმის შედეგად მიღებული შედეგის ასახვის ორ შესაძლებლობას – თუ 200 000–ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა ან დეპუტატების ნახევარზე მეტმა დააინიცირა კონსტიტუციაში ცვლილება. საქართველოს კონსტიტუცია არ სცნობს კონსტიტუციის გადასინჯვას რეფერენდუმის შედეგებით, ანუ არ სწერია იქ,  რეფერენდუმზე დამდგარი შედეგები კონსტიტუციაში როგორ უნდა აისახოს. არც ვადები სწერია და არც პროცედურა. ეს 3 ძირითადი  ფაქტორი უშლის ხელს ჩვენს ქვეყანაში რეფერენდუმის გამართვას.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved