6 წლის ნიკოლოზ ხარაბაძეს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას საზოგადოების დახმარებს სჭირდება.
„ისეთი ლაღი, მხიარული იყო, საერთოდ არაფერი აწუხებდა. ერთმა დღემ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. 5 იანვარს შევნიშნეთ, რომ საზარდულთან შეუსივდა. გვეგონა თიაქარი. წავედით ექიმთან და თიაქარი გამორიცხეს. გაგვიშვეს ექოსკოპიაზე. ექოსკოპიამ გვითხრა, რომ რაღაც წანაზარდები ჩანს და გაგვიშვეს იაშვილში. იაშვილმა კი სტამბოლში გადაგვამისამართა.
დიაგნოზი მუცლის ღრუს ემბრიონალური რაბდომიოსარკომაა (სიმსივნე მდებარეობს მუცლის ღრუს სველ წერტილში). ეს არის მუცლის ღღუს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც ახასიათებს სწრაფი მეტასტაზირება.
აღნიშნული დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ამერიკული პროტოკოლით გათვალისწინებული 42-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი. საწყის ეტაპზე ჩანიშნულია 24-საათიანი 5 ქიმიოთერაპიის კურსი (46 000 აშშ დოლარი), რომელიც 21 დღეში ერთხელ კეთდება. შუალედებში კი კვირაში ერთხელ უკეთდება ნახევარსაათიანი ქიმიოთერაპია.
ყოველი კურსის დაწყებამდე 4 საათით ადრე უტარდება გამოკვლევები, რის საფუძველზეც დგინდება, თუ რამდენად მზად არის ორგანიზმი 24-საათიანი ქიმიოთერაპიისთვის… მეხუთე კურსის შემდეგ ჩანიშნულია სრული კვლევა, რის საფუძველზეც უნდა დადგინდეს ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ ესაჭიროება როგორც რადიო ასევე ქიმიოთერაპია. ეს ყველაფერი უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული.
ოპერაციის და პოსტ ოპერაციის შემდეგ დანიშნული მკურნალობის საფასური ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის.ნიკუშასთვის თითოეული თეთრი მნიშვნელოვანია, თქვენი მხარდაჭერა ოჯახს მხნეობას და გამძლეობას მატებს“,- ამბობს ოჯახის ახლობელი, ანა შარაძე.
თანხის ჩარიცხვა
შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი
GE31BG0000000161107164
მიმღები: მირზა დიასამიძე (ბიძია)
კომენტარები