• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი, თურმე, ტყუპი ფეხით მირტყამდა თავზე” – გიორგი შეწირული

ალია ავტორი - ალია
04:22 12-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

ჯგუფური თავდასხმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე – ბესიკის ქუჩაზე სასტიკად ნაცემი “შაბათის ეთერის” ოპერატორი, გიორგი შეწირული დეტალურად იხსენებს მასსა და მაკა ჩიხლაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსოწრებას.

ინგოროყვას კლინიკაში ტვინის შერყევით, ჭრილობებით და დაზიანებებით მოთავსებული გიორგი შეწირული ამბობს, როგორო უსწორდებოდნენ მას და “შაბათის ეთერის” გამომძიებელ ჟურნალისტს ტიტუშკების 30-მდე წარმომადგენელი და როგორ წაართვეს კამერა.

მე და მაკა ვმუშაობდით რუსთაველზე, მოგვიწია ასვლა ბესიკის ქუჩაზე. ე.წ. ტიტუშკები ორ ადამიანს სატიკად უსწორდებოდნენ. 20-30-მდე პირი იყო ნიღბებში და ორ ადამიანს უმოწყალოდ ურტყამდნენ. შემდეგ ჩვენ რომ მივედით და ჩვენი კამერა დაინახეს, გაეშვნენ და ვიღაცა ეძახდა, კარგი ახლა შეეშვითო. მერე გადმოვიდენ ჩვენზე, ჩემსკენ და მაკასკენ წამოვიდა ერთი ნიღბიანი ტიპი და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა, გვაგინებდა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, თორემ კამერას დაგვიმტვრევდნენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ და შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადაგა უკან, მერე ცოტა ხანი რაღაცაზე საუბრობდნენ და უცებ მოხდა ყველაფერი. ეს 30 ადამიანი, თუ რამდენიც იყვნენ გამოექანენ ჩვენკენ. მეთქი, უკან სპეცრაზმია და ალბათ გაურბიანთქო და თურმე ჩვენსკენ მოდიან და ჩვენ უნდა გვცემონ. ეგ იყო და კამერა წაართვითო, რომ არ გადამეღო, რაც ხდებოდა იქ და უცებ, წამგლიჯეს ყველაფერი, კაბელი გაგლიჯეს და დამიწყეს რტყმევა, დამაგდეს. მოვაწარი კიდევ კარგი თავზე ხელების შემოხვევა და ვგრძნობდი, რომ ბათინკებს მირტყამდნენ. ისე მაგრად მაჭერდნენ თავზე, კადრებიც ვნახე წეღან და ვიღაცა თურმე ტყუპი ფეხით მირტყამს თავზე.” ასეთი არაადამიანობა არ მინახავს. ნუ, ბევრი გადამიღია მაგათი დარბეულებები, ნაცემები, მაგრამ მე დღეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე”. – ამბობს გიორგი შეწირული. 

ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.

ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved