• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან, ჩემს დასაცავ არგუმენტად ნუ მოგყავთ ჩემი შვილები და დედობა” – ირინა სარიშვილი

ალია ავტორი - ალია
11:25 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

“ძალიან არასწორია ჩემთვის თავის დასაცავად შვილებზე ამოფარება, რასაც თავად არასოდეს ვაკეთებ და თქვენც იგივეს გთხოვთ” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი და მოქალაქეებს მიმართავს.
“ერთი სათხოვარი მაქვს ყველასთან: როცა ვინმესგან მიცავთ, ვინც მლანძღავს, შეურაცხყოფს მაყენებს და ა.შ. , რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა რომ ამის სურვილი გიჩნდებათ, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს დასაცავ არგუმენტად ნუ მოგყავთ ჩემი შვილები და დედობა. ჯერ ერთი, როცა სულ სხვა თემაზეა საუბარი,  ეს არგუმენტი არ არის, და მეორეც, ძალიან არასწორია ჩემთვის თავის დასაცავად შვილებზე ამოფარება, რასაც თავად არასოდეს ვაკეთებ და თქვენც იგივეს გთხოვთ. მით უმეტეს, იმ ბინძურ გარემოში, სადაც ჩემი დაცვა გიწევთ ხოლმე, საშინლად უსიამოვნოა ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების ხსენება. 
აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მე ისედაც გულწრფელად ვერ ვიგებ ჩემი დედობის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რადგან ჩვეულებრივ დედად ვთვლი თავს და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ მე ვერასოდეს იმდენს ვერ მივცემ ჩემ შვილებს, რამდენსაც ისინი თავისი არსებობით მაძლევენ.  
იმედია, სწორად გამიგებთ რასაც გთხოვთ – გავუფრთხილდეთ შვილებს.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. – წერს ირინა სარიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved