• რეკლამა
  • კონტაქტი
18:07, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი საყურადღებო ფაქტის შესახებ…ფაქტი ბევრ პრობლემაზე მიანიშნებს“ – გია ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
16:26 03-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200
პოლიტიკოსი გია ჯაფარიძე:
„ერთი საყურადღებო ფაქტის შესახებ
საბერძნეთის რესპუბლიკაში დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. საბერძნეთის რესპუბლიკის დაზვერვა აკვირდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში და მისი აყვანა მოხდა ათენში.
კუნძული კრეტის მარგალიტია ქალაქი ხანია, ხანიას გვერდით არის სუდას სამხედრო ბაზა, რომელიც ნატო-ს და აშშ-ს უმნიშვნელოვანესი სამხედრო ბაზაა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, უყურებს ჩრდილოეთ აფრიკას, ევროპას და ახლო აღმოსავლეთს. საქართველოს მოქალაქე კრეტაზე სუდას სამხედრო ბაზას უთვალთვალებდა, მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა გადაღებული მასალა, მათ შორის, 24 თებერვალს ამერიკული ავიამზიდის “ჯერალდ ფორდის” გავლა სუდას სამხედრო ბაზასთან, როცა ის ისრაელში ხაიფასკენ მიცურავდა.
შემთხვევა ძალიან ჰგავს წინა წელს მომხდარ ამბავს, მაშინაც საქართველოს მოქალაქე დააკავეს, ისიც სუდას ბაზას ზვერავდა. ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე სასტუმროს იყენებდნენ გასაჩერებლად. ორივე შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანულია.
რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? საქართველოს დაზვერვის სამსახური სრულად ჩავარდა, ის დაკავებულია ივანიშვილის გარემოცვის უსაფრთხოებაზე ზრუნვით და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დევნით და საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს, ან კიდევ უარესი, სხვა ქვეყნის სპეციალურ სამსახურებს თავისუფლად ეძლევათ საქართველოში საქმიანობის საშუალება, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების გადასაბირებლად.
ფაქტი ბევრ პრობლემაზე მიანიშნებს – ეთნიკური უმცირესობის მდგომარეობა, საქართველოს საერთაშორისო რეპუტაცია, მსგავსი ფაქტების გავლენა სხვა ქვეყნებთან სავიზო რეჟიმზე, უცხო ქვეყნის სამსახურების შეუზღუდავი საქმიანობა და ა.შ.
ამ პრობლემების სათავე არის ქართული ოცნება“
თეგები: გია ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved