• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, ხუთშაბათი, 29 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი-ორი ამბავი გავიხსენოთ ანალენა ბერბოკის შესახებ”– ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 03-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
905

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“?? თბილისს ეწვევა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ-ნი ანალენა ბერბოკი. სანამ ჩამოვა ერთი-ორი ამბავი გავიხსენოთ მის შესახებ.
? ანალენა ბერბოკი მწვანეთა პარტიას წარმოადგენს და თავისი პოლიტიკური ძალისათვის ისტორიულ ფიგურად მიიჩნევა. 2021 წლის არჩევნებზე მწვანეებს პირველად ჰქონდათ შანსი, რომ კანცლერის თანამდებობისთვის ებრძოლათ, წინასაარჩევნო კვლევებიც მათ სასარგებლოდ მეტყველებდა. “ეკოპარტიის” წევრებმა მთავრობის მეთაურის პოსტზე სწორედ ანალენა ბერბოკი დაასახელეს.
? 2021 წლის ბუნდესტაგის კენჭისყრაზე მწვანეების პირველ ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდნენ. არაერთი დამკვირვებელი “გაერთიანება 90/მწვანეების” დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად კანცლერობის კანდიდატს მიიჩნევს. ანალენა ბერბოკი წინასაარჩევნოდ მრავალ სკანდალში გაეხვა:
– იგი დაადანაშაულეს თავის ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაუზუსტებელი და მცდარი პუნქტების შეტანის გამო.
– პარალელურად ცნობილი გახდა, რომ ბერბოკმა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობისათვის მიღებული შემოსავლების შესახებ არ შეატყობინა ბუნდესტაგის შესაბამის უწყებებს.
– ბერბოკს გამანადგურებელი დარტყმა შტეფან ვებერმა, პლაგიატის ავსტრიელმა მკვლევარმა, მიაყენა. მან საგულდაგულოდ შეისწავლა კანდიდატის წინასაარჩევნოდ დაწერილი სააგიტაციო წიგნი „ახლავე! როგორ განვაახლებთ ჩვენს ქვეყანას“. აღმოჩნდა, რომ ბუნდესტაგის დეპუტატს თავის წიგნში ათობით წინადადება სხვა წყაროებიდან, ციტირების ელემენტარული წესების დაცვის გარეშე ჰქონდა გადმოტანილი.
ამდენი ხმაურის შემდეგ, ბუნებრივია, მწვანეებმა არჩევნებში გამარჯვება ვეღარ შეძლეს.
? საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე ბერბოკს ფედერალურ ან რეგიონალურ მთავრობებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. იგი ძირითადად საპარლამენტო და პარტიულ ველზე ასპარეზობდა (იყო ევროპარლამენტარის ბიუროს ხელმძღვანელი, ბუნდესტაგის ფრაქციის რეფერენტი, ბრანდენბურგის რეგიონალური პარტიული ორგანიზაციის თანათავმჯდომარე, ბუნდესტაგის წევრი, “მწვანეთა პარტიის” თანათავმჯდომარე). გერმანიის პოლიტიკურ კლასის საზომებით ბერბოკის ბიოგრაფია მაინცდამაინც შთამბეჭდავი არ გახლავთ.
? 2021 წლის ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში პირველად ქვეყნის სათავეში სამსუბიექტიანი კოალიცია მოვიდა. მთავრობა სოციალ-დემოკრატების, მწვანეებისა და თავისუფალი-დემოკრატების კოალიციამ დააკომპლექტა. მწვანეების თანათამჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ხვდა წილად.
ამჟამად უკიდურესად დაძაბულია ვითარება სამთავრობო კოალიციაში. სამი პარტია ვერ თანხმდება ავტომაგისტრალების მშნებლობის და გაფართოების საკითხებზე, გაზისა და ნავთობის ახალი გათბობის სისტემების აკრძალვის თემაზე, 2024 წლის ბიუჯეტზე. ვიცე-კანცლერმა მწვანეთა პარტიიდან, ეკონომიკის მინისტრმა ჰაბეკმა ღიად თქვა, რომ მათ პოლიტიკურ ჯგუფს პროგრესი სურს, სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები კი გვაფერხებენო. ცხადია, მას საპასუხოდ თავს დაესხნენ პარტნიორი პარტიის ლიდერები… მაგალითად, ლიბერალებიც ვიცე-თავმჯდომარემ ვოლფგანგ კუბიკიმ ჰაბეკის თავისუფლების სტანდარტები პუტინის თავისუფლების სტანდარტებს შეადარა… წარმოიდგინეთ, რა შოკს გამოიწვევდა ამგვარი განცხადება.
? როგორი საგარეო საქმეთა მინისტრია ანალენა ბერბოკი?
ბერბოკის მინისტრობა ურთულეს პერიოდს, რუსეთ-უკრაინის ომს დაემთხვა. შესაბამისად, კოლოსალურად გაიზარდა მინისტრის პოლიტიკური მნიშვნელობა და გავლენა. ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გამოიკვეთა მნიშვნელოვანი განსხვავებები გერმანიის საგარეო პოლიტიკის ორ მთავარ ფიგურას – კანცლერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. ოლაფ შოლცთან შედარებით ბერბოკი უფრო პირდაპირი და სწრაფია, ის არ აყოვნებს სიტუაციას და სათქმელს მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ამბობს.
მაგალითად, სანამ გერმანელები პოლონეთს ლეოპარდის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლებას მისცემდნენ, შოლცი დუმდა და ორაზროვანი შენიშვნებით შემოიფარგლებოდა. ბერბოკმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ ტანკების გადაცემას გერმანია ხელს არ შეუშლიდა.
შოლცი ყოველთვის ერიდება რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის შესახებ ხმაურიანი ტექსტებით გამოსვლას. ანალენა ბერბოკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ლამის ომი გამოუცხადა რუსეთს (შემდეგ მოუწია თავისი სიტყვის დაზუსტება).
ბერბოკს დღემდე უხსენებენ თავის გამოსვლას პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალურ კონფერენციაზე: “თუ უკრაინელ ხალხს დავპირდები: “ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება”, მაშინ მე მსურს, რომ ჩემი დანაპირები შევასრულო. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ჩემი გერმანელი ამომრჩევლები, მე უკრაინელებისთვის მიცემულ სიტყვას შევასრულებ”. გერმანელებს უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მათ ის აშფოთებთ, რომ მინისტრმა ამომრჩევლის დამოკიდებულება მეორეხარისხოვნად მიიჩნია.
? ბერბოკის სახელს უკავშირდება “ფემინისტური საგარეო პოლიტიკის” იდეის დაწინაურებაც. ბერბოკი ცდილობს მთელს მსოფლიოში იბრძოლოს ქალთა უფლებების, რესურსებისა და წარმომადგენლობისათვის (Rechte, Ressourcen und Repräsentanz von Frauen – die drei „R“ )
? ბერბოკს შესანიშნავი დამოკიდებულება აქვს უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან. უკრაინის მთავრობის წევრები ხშირად ცდილობენ ხაზი გაუსვან ბერბოკსა და შოლცს შორის არსებულ განსხვავებებს. დიმიტრი უკლებამ მრავალჯერ აღნიშნა: “ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ანალენასთან, გერმანიის კოალიციაში არიან სხვები, ვისთანაც ვერ ვთანხმდებით”.
?? შეიძლება ეს საჯაროდ არ თქვან, მაგრამ “ქართულ ოცნებაში”, ალბათ, ბერბოკსაც “გლობალური ომის პარტიის” წევრად მიიჩნევენ. ის, ცხადია, “ქორი” და საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით “ნეოკონი” არ გახლავთ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით შეიძლება იზიარებდეს ზოგიერთ მათ პოზიციას.
?? საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ევროპის მთავარი სახელმწიფო ფიქრობს ჩვენს ქვეყანაზე და აქვს წინადადებები ჩვენი მცირე საერთაშორისო როლის ხელახალი გააზრების თაობაზე.
? დილა მშვიდობისა, ქ-ნო ბერბოკ!”
Ist möglicherweise ein Bild von 1 Person
თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025

ბიზნესი

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე
ახალი ამბები

თიბისი ბარათის მრავალფეროვანი შეთავაზებები პარტნიორ ობიექტებში- დაიბრუნე 30% Extra-ზე

13:59 01-27-2026
თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი ახალ სეზონს განახლებული ფორმატით იწყებს

12:52 01-27-2026
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია

15:31 01-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved