• რეკლამა
  • კონტაქტი
14:02, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
19:39 01-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე წერს. 

გოცირიძე მამა პეტრე კოლხის განცხადებას ეხმიანება, სადაც ის სასულიერო პირების ნაწილის გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

“ბოლო პერიოდში იმატა ინფორმაციამ  სასულიერო პირების გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ. სასულიერო ელიტა(ბიუროკრატია) მდიდრდება, დანარჩენი სიღარიბეშია და კომუნალური გადასახადების გადახდაც კი უჭირთ. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქონებრივი და  ფინანსური მოწყობა შორს არაა გაცდენილი შუა საუკუნეობრივ მოდელს.

ეს დიდი თემაა და ამაზე ცალკე საუბარია საჭირო. ახლა ამაზე არ შევჩერდები. მხოლოდ ერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ბოლო დღეებში ზოგიერთი მღვდლის მხრიდან  ასე ისმის: ვართ გაუსაძლის მდგომარეობაში, რატომ არავინ გვაქცევს ყურადღებას, რატომ უნდა შეგვინახოს მრევლმა, რომელსაც ისედაც უჭირს? აბა ვინ უნდა შეინახოს, ბიუჯეტმა? თუ ამ გამონათქვამში საპატრიარქო იგულისხმება, საიდანაც ცენტრალიზებული რესურსების გადანაწილება მართლაც უსამართლოდ და კორუფციულად ხდება, პრეტენზია სწორი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ რესურსების წყარო ვინ უნდა იყოს, მრევლი თუ ბიუჯეტი? ამ შემთხვევაშიც პრობლემა იგივე რჩება.

სასულიერო პირების და ახალი ასლი-ეკლესიების სიმრავლე განიხილება ქვეყანაში სულიერი ცხოვრების განვითარების კრიტერიუმად. სინამდვილეში ეს საფუძველშივე მცდარი აზრია. რატომ შენდება ან ვინ აშენებს ღატაკ  ქვეყანაში ამდენ ეკლესიას, ვინ ამრავლებს მოუმზადებელ სასულიერო პირებს, ვინ ზრდის ამით მათი შენახვის, დაცვის, გათბობის, განათების, ხელფასების თუ სხვა ხარჯებს? ააშენებს რომელიმე ბიზნესმენი ჩადენილი ცოდვების მოსანანიებლად ეკლესიას და მერე მიატოვებს შუა გზაზე, გადაულოცავს მის შენახვას სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს.

ერთი უბნის მაგალითი, სადაც მე ვცხოვრობდი: მეტრო დელისის მიდამოებში,  ერთი კილომეტრის რადიუსში იყო ოციოდე წლის წინათ ერთი ეკლესია, ახლა არის შვიდი. ერთი პირდაპირ ეზოში ამიშენეს-ასათიანზე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ჩამოაჭრეს ტერიტორია და შიგ ეზოში ჩადგეს. რით ახსნეს ეს? “პაციენტებისათვის სულიერი მხარდაჭერის მიზნით”. იქ უკვე არც ფსიქიატრიული საავადმყოფოა და არც მისი პაციენტები-გაიყიდა ტერიტორია და ორი ცათამბჯენი აშენდა, ფსიქიატრიული კი ქავთარაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც ეზოში ერთი ხეც კი არა დგას. ეს სულ სხვა საკითხია, მაგრამ სიტყვამ მოიტანა.

რა არის მასობრივი ეკლესიიზაციის მიზანი? ყველა მორწმუნემ ჩუსტებით შეირბინოს უბნის სალოცავში? რა მოსდის ამასობაში კულტურული მემკვიდრეობის ასეულობით ძეგლს? ნადგურდება. გინახავთ ბიზნესმენი, ძველი ნანგრევები რომ გაეწმინდოს? მათ უნდათ რომ ღმერთს ცინცხალი კოპიო-ეკლესია შესწირონ, ამით უფრო შეამჩნევს იგი და მრევლიც(ელექტორატიც). საქართველოს ეკლესიაში დარღვეულია მოთხოვნა-მიწოდების ჯანსაღი კანონი, მოთხოვნა ნაკლებია, მიწოდება( მღვდლების რაოდენობა) ბევრი, ამიტომაც ხდება რესურსების დაქუცმაცება და ამიტომაც არის ღარიბი ყველა( გარდა ელიტისა). ეს უკვე საეკლესიო ბიუჯეტირების თემაა, რაც, როგორც თავიდანვე ვთქვი, ცალკე საკითხია,” – წერს რომან გოცირიძე.

ცნობისათვის, მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სასულიერო პირების ნაწილის გაუსაძლის სოციალურ მდგომარობაზე საუბრობს. ამასთან, მამა პეტრე კოლხი ხლისუფლებას კომუნალურ გადასახადებზე ფასების ზრდის გამო აკრიტიკებს და საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved