• რეკლამა
  • კონტაქტი
07:30, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს, მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს თანამდებობას – კალაძე

ალია ავტორი - ალია
10:48 04-25-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკრაინის ამჟამიდელი ხელისუფლების საფიქრალია. პოლიტიკული დისკომფორტი უნდა იყოს, როცა სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ორგზის დამნაშავედ  ცნობილ პირს სთავაზობს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს, მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს თანამდებობას. პირველად როგორ დასრულდა სააკაშვილის მოღვაწეობა პოროშენკოს დროს, ძალიან კარგად გვახსოვს  და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გაანალიზოს”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლება მოვლენებს აკვირდება, რის მიხედვითაც გადადგამს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს.

“რა საკვირველია, შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებს აუცილებლად გადავდგამთ. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და დარწმუნებული ვარ, უკრაინასაც იგივე განწყობა აქვს საქართველოს მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას უამრავი რამ აერთიანებს, მათ შორის პრობლემები და საერთო მტერი, რასაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

„ყველას კარგად გახსოვთ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში.  ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე,  როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში. პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, წინა პრეზიდენტის დროს, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე არ გვქონია მძაფრი რეაქცია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ. ახლა კი მისი დანიშვნა, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას  რომ თავი დავანებოთ, ხალხის მიერაც კი შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული მეგობარი უკრაინის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved