• რეკლამა
  • კონტაქტი
20:09, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერთდროულად გაბრაზებულიც ვარ და განაწყენებულიც” – გოგა ჩანადირი

ალია ავტორი - ალია
13:56 06-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
205

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჩანადირი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

,,მრავალი მიზეზის გამო, ერთდროულად გაბრაზებულიც ვარ და განაწყენებულიც.
ჯერ რა უსამართლო და არათანაზომადია ჯარიმის მოცულობა, რომელიც საშუალო ხელფასს 2,5-ჯერ აღემატება. მერე როგორი აბსურდულია თავად ჯარიმა, რომელიც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის უფლებასა და სიტყვის თავისუფლებას და რაც მთავარია, საკუთარ მოქალაქეებს უსამართლობისა და უსამართლო კანონების მსხვერპლად და გამაუბედურებლად აქცევს. ეს მაშინ, როდესაც ქართული ოცნების პარლამენტარებმა თავად მკვეთრად და ასევე უსამართლოდ გაიზარდეს ხელფასები.
მოსამართლე იყო ნინო ენუქიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უსამართლობის ერთ-ერთი სახეა და სიამოვნებით ვიხილავდი დასანქცირებულთა სიაშიც და ქართული სახელმწიფოს შემარცხვენელთა ჩამონათვალშიც.

მე, რომელიც შუაღამითაც კი არ ვარღვევ მოძრაობის წესებს და სულ რომ არავინ არის, მაინც ვიცავ შუქნიშნის წესებს, მე, რომელიც მედიის წარმომადგენელი ვარ და მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, თითქმის მიტინგი და აქცია არ გამომიტოვებია, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმით გამიშუქებია, მე, რომელიც კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და დღენიადაგ ამისკენ მოვუწოდებ ყველას, შსს-ს, მის სასამართლოზე წარმადგენლის მზია ცერაძისა და მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით დამსაჯეს.

თან, კანონიც ისეა შედგენილი, რომ დასჯიდან  შვიდ დღეში უნდა გადაიხადო 5 ათასი ლარი, რომც გაასაჩივრო.

მითხარით, სულ რომ დამნაშავე ვიყო, სწორია ასეთი გადაჭარბებული სიმკაცრე?
თუმცა, ამ უსამართლო სასჯელით ჩემზე უარეს დღეში ისინი ჩააგდეს, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს, მათ შორის ის 2 გოგონა, მარიამ ლაშხს რომ რუსეთის მონა უწოდეს, მზია ამაღლობელი, ახალგაზრდები, სასამართლოს ტრაგიკომედიური სპეკტაკლების მონაწილეები რომ გახადეს, ნაცვლად იმისა, რომ დიდ სცენაზე ეთამაშათ.

ერთხელაც იქნება და თავად ამ უსამართლო კანონების შემქმნელები და აღმსრულებლები იგემებენ საკუთარი კომფორტისთვის შექმნილი რეპრესიების სიმწარეს. ცხოვრება ბუმერანგია“

თეგები: გოგა ჩანადირი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved