• რეკლამა
  • კონტაქტი
21:18, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთადერთი ვალუტა, რომელთან მიმართებაშიც დოლარი უფასურდება, ქართული ლარია – სად არის ძაღლის თავი დამარხული?

ალია ავტორი - ალია
18:36 07-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
977

ანი დვალიშვილი

თურქეთმა მოახერხა ის, რისი მოხერხებაც, საუბედუროდ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შეძლო. უკრაინის პორტებიდან, რუსების მიერ დატყვევებული მარცვლეული, შავი ზღვის გავლით, სწორედ თურქეთში შევა, იქიდან კი დანარჩენ მსოფლიოში გადანაწილდება. საუბარი მილიონობით კი არა, მილიარდობით დოლარზეა და საქართველოს ხელისუფლებამ, ბევრი მიზეზის გამო, უბრალოდ ვერ გაბედა, ხმამაღლა ეთქვა, შუამავლის როლს ვიკისრებო. ჰოდა, ახლა ასეული მილიონობით დოლარი თურქეთის ჯიბეში წავა და მერე რა, რომ ევროპამ და ამერიკამ ეს განსაკუთრებულად არ მოიწონეს, სამაგიეროდ, აღნიშნული შეთანხმება ყველაზე მეტად სწორედ თურქეთის ეკონომიკას დაეტყობა და წაადგება.

ახლა ერთი პარადოქსის შესახებ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში, ყოველდღიურად მყარდება და ერთადერთი, ვიმეორებთ – ერთადერთი ვალუტა, რომელთან მიმართებაშიც დოლარი უფასურდება, ქართული ლარია. სად არის ძაღლის თავი დამარხული? საქმე ის გახლავთ, რომ ხელისუფლებამ აუკრძალა ეროვნულ ბანკს საფინანსო საქმეებში ჩარევა და ბანკი არანაირ ინტერვენციას აღარ ახორციელებს. ზაფხულის დადგომასთან და შესაბამისად, ტურისტების შემოსვლასთან ერთად, მოთხოვნა გაიზარდა ეროვნულ ვალუტაზე. უცხოელები ხარჯავენ დოლარს, ევროს (ეს ორი ვალუტა ერთმანეთს გაუთანაბრდა და ესეც ისტორიაში პირველად მოხდა) და სჭირდებათ ლარი. ჰოდა, ბაზარზე ქართული ვალუტის დეფიციტია და როგორც კი ეროვნული ბანკი ლარის გაყიდვას დაიწყებს, ჩვენი ვალუტა სხვების მსგავსად, დოლართან მიმართებით გაუფასურდება. ამიტომაც არის, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც ეროვნული ბანკის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, არაოფიციალურად აუკრძალა ლარის გატანა ბაზარზე და სანამ დეფიციტი ისეთი არ იქნება, რომ კომერციული ბანკები რეზერვების გახსნას არ დაიწყებენ, მანამდე გამყარება გაგრძელდება.

სწორედ ამიტომ, არ არის უცნაური ის, რომ ლარის გამყარების მიუხედავად, არ იზრდება მისი მსყიდველუნბარიანობა, ანუ ფასები არ კლებულობს და არც დაიკლებს, იმიტომ, რომ კურსი ხელოვნირად არის დაჭერილი და თუ შეიძლება მოატყუო მოსახლეობა, ვერ მოატყუებ საერთაშორისო ბაზარს. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ლარის გამყარება არ მოსწონთ ემიგრანტებს, მათ, ვისაც სეხსი საქართველოში აქვთ და ვალუტას ევროპიდან აგზავნიან. თუ აქამდე ათას დოლარად თუ ევროდ, საქართველოში 3300 ლარის შეძენა შეიძლებოდა, ახლა ეს ციფრი ლამის 500 ლარით ნაკლებია და ემიგრანტებს მეტის გამოგზავნა უწევთ. სამაგიეროდ, გადასახურდავებელ ჯიხურებზე ძალიან ლამაზად ჩანს გამყარებული ლარი და… ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებს. მითუმეტეს, ხმამაღლა უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამს და ჩვენთან ხომ ასეა, თუ არ გააგონებ ხელისუფალს, რაიმეს ცვლილების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

როგორც ვივარაუდეთ, ქართული ხილი რუსულ ბაზარზე უკვე დაიძრა და გლეხები ბედს არ უჩივიან. ოპოზიცია ამაზე ხმას ვერ იღებს, რადგან იცის, მოსახლეობის რისხვას დაიმსახურებს, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე, ქართული ხილის წილი რუსეთთან შედარებით, 10%-იც არ არის, რაც ძალიან, ძალიან დაბალი ციფრია. მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ქართულ პროდუქციას ევრობაზარზე უჭირს, გამკაცრებული მოთხოვნები და უდიდესი კონკურენციაა. რუსულ ბაზარზე კი… ახლა, რუსეთში ის მდგომარეობაა, მთავარია რამე შევიდეს და იყიდება პრაქტიკულად ყველაფერი, მითუმეტეს, ქართული ხილი, რომელსაც არაფერი დაეწუნება და სათანადოდ შეფუთული და გაპრიალებული თუ არ არის, რუსი მყიდველი ამის გამო უარს არ ამბობს. სწორედ ეს იცის ოპოზიციამ, რომ გლეხებს სანაცვლოდ ვერაფერს შესთავაზებს, ვერ აიძულებს, ათი ტონა ატამი ულამაზესად ჩააწყოს ყუთებში, ან სათითაოდ შეფუთოს, ან ცალკე მარკირება გაუკეთოს და თან სერთიფიკატებიც ააკრას. სადაც უფრო მარტივია და იხდიან, ქართული ხილიც იქ მიდის. ჰო, გლეხებისთვის ცუდი ის არის, კახეთში საზამთროს 15-20 თეთრად რომ იხვეწებიან და აქ 50 თეთრზე ნაკლები მაინც არ ღირს. რატომღაც გვგონია, რომ ესეც კონკურენციის სააგენტომ უნდა დაალაგოს და სეზონურ ხილზე მაინც, თუნდაც 100%-ზე მეტის ნამატი არ დაუშვას.

ხილზე საუბარი ტყუილად არ დაგვიწყია. ქართველ ფერმერებს იმის იმედიც აქვთ, რომ შემოდგომაზე, მთიდან ჩამორეკილი წვრილფეხა თუ მსხვილფეხა პირუტყვის დიდი ნაწილიც სწორედ რუსეთში წავა და არა არაბულ ბაზარზე. სანქციების გამო, რუსეთი მთლიანად ადგილობრივ პროდუქტზეა დამოკიდებული და მისი რესურსები ამოუწურავი რომ არ არის, თავადაც აღიარებენ, თუმცა იქვე ამბობენ, რომ მსოფლიოს აუცილებლად დაუდგება იმ პროდუქტების პრობლემა, რომლის მთავარი მიმწოდებელი სწორედ რუსეთი იყო და ამ პროდუქტებში ხორცი ნამდვილად არ იგულისხმება.

ზოგადად, რუსული ბაზარი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოსთვის და ეს იმიტომ, რომ ევროპულისგან განსხვავებით, იქ ქართულ პროდუქციასაც იცნობენ და რაც მთავარია, არ არის გასავლელი ძალიან ბევრი ბარიერი და არ არის შესაგროვებელი ძალიან ბევრი საბუთი, რათა პროდუქტი ქვეყნიდან გავიდეს. პარალელურად, ოფიციალური სტატისტიკით, ტურიზმის შემოსავლის ლამის 70% სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის და ხელისუფლებებმა რაც არ უნდა გააკეთონ, მოსახლეობის დამოკიდებულება ამ მიმართულებით სხვაგვარად იცვლება – კარგად იხდის ტურისტი, ე.ი. მას ეროვნება არ აქვს. და ეს ყველაფერი იმ გაჭირვების ბრალია, რომელსაც მოსახლეობა წლებია განიცდის და ხელისუფლება ამას ვერანაირად ვერ შეცვლის, სანამ გლეხები არ იქნებიან დამოკიდებული მხოლოდ მოსავალზე, ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები – მხოლოდ სეზონზე. ხალხს მუდმივი სამუშაო სჭირდება, ის სამუშაო, რომელსაც ყველა ხელისუფლება ჰპირდება, მაგრამ არსად ჩანს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved