• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთადერთი გზა, რითიც დავამტკიცებთ სისტემურ გაყალბებას – ესაა” – მირიან ნიკოლაძე

ალია ავტორი - ალია
17:43 11-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე 2020 წლის საპარლემენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ისეთი პირი უჩანს, რომ საბოლოო ჯამში, როგორც შიდა სახელმწიფოებრივი, ასევე საერთაშორისო „გარჩევების“ თვალსაზრისით, ბოლოს ყველაფერი იურიდიულ ფორმალობებამდე დავა და მარტივი სამართლებრივი მანიპულაციები გადაწყვეტს არჩევნების შედეგებს. შესაბამისად, მე ასე ვუყურებ რეალობას (მიუხედავად იმისა, რომ არც ადმინისტრაციული, არც საარჩევნო, არც კონსტიტუიური სამართლის სპეციალისტი მე არ გახლავართ):

I. ფაქტები

არჩევნების „სისტემური გაყალბების“ უტყუარად დადასტურებისათვის საჭიროა უბნების გახსნა და ბიულეტენების ხელახალი გადამოწმება.

ფაქტია, რომ ცეკსო (თავისი რაიონული თუ საოლქო საარჩევნო კომისიებით) უარს აცხადებს ასეთი სახის პროცედურის განხორციელებაზე.

II. სტანდარტული არჩევანი და შედეგები

ცესკო-ს უარის შემდგომ, რჩება სასამართლოში ადმინისტრაციული წესით გასაჩივრების (სტანდარტული) პროცედურა, რასაც აპირებს ოპოზიცია.

ასეთი სახის საჩივრის განხილვისას სასამართლო დასჯერდება მხოლოდ საოლქო კომისიებიდან გამოთხოვილ შემაჯამებელ ოქმებს და გადაწყვეტილებას გამოიტანს მათ საფუძველზე. ვერავინ დაავალდებულებს უბნების გახსნასა და ბიულეტენების გადათვლას.

შესაბამისად, ნათელია შედეგიც – სრული უშედეგობა.

III. არასტანდარტული არჩევანი და შესაძლო შედეგები

1. „დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს, რომ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, მიუხედავად პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა (ანუ ე.წ „პოლიტიკური დისკრიმინაცია“).

ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.“ (დისკრიმინაციის საფუძველი მარტივი დასადასტურებელია არაერთი მიზეზით, ოქმებში ასახული ფაქტებიდან გამომდინარე).

2. სტანდარტული ადმინისტრაციული სამართალწარმოებისგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს მისი მხრიდან პოლიტიკური დისკრიმინაციის

არ განხორციელების ფაქტი (წლებია ასე მიდის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.)
ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმები არ გამოდგება და გადაუდებლად აუცილებელია საარჩევნო უბნების გახსნა და დალუქული ბიულეტენების შემოწმება.
პოლიტიკური დისკრიმინაციის ფაქტს სასამართლო დაადასტურებს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რომ მიზანი მიღწეული იქნება-ყველა დავინახავთ, რეალურად რასთან გვაქვს საქმე“

თეგები: 2020 არჩევნებიმირიან ნიკოლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved