ერთა ლიგის 2024/25 წლების მესამე ტურში, საქართველოს ეროვნული ნაკრები პოზნანში უკრაინას შეხვდა და 1-0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ, ჯვაროსნების ერთ-ერთ წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა ვუთხრა პოლონეთში ჩამოსულ და სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ, ასევე მადლობა ეკრანებთან მყოფ ყველა ქომაგს. წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.
კომენტარები