• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთად ,,ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად

ალია ავტორი - ალია
14:14 12-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

წნორში, საზოგადოების უკეთესი განათლებისთვის, სოციალიზაციისთვის, ახალი ინტერესების თუ უნარების აღმოჩენისა და განვითარებისთვის აგურ-აგურ შენდება „ცოდნის კაფე.“ დონაციების, მეგობრებისა თუ თანამოაზრეების გვერდში დგომით წლებია ეს მულტიფუნქციური სივრცე არსებობს, თუმცა წელს განსაკუთრებული მისია იკისრა და გაფართოების მიზნით საკუთარი შენობის მშენებლობას შეუდგა.

სტუმრების სიმცირეს არც აქამდე უჩიოდნენ, თუმცა განახლებულ სივრცეში კიდევ უფრო მეტ მკითხველს ელოდებიან. მათ დასახვედრად მზადებაც უკვე დაწყებულია. უფრო გულუხვი მასპინძლობისათვის პროცესში თავისი აგურის დადება ,,თეგეტა ჰოლდინგმაც” გადაწყვიტა. კომპანიის წარმომადგენლები კახეთში გაემგზავრნენ, თან წაიყავნეს გურჯი ხათუნი, მარიტა და ელიოზი ნატვრის ხიდან, ბანდიტი ბებია და ჭრაჭუნები ბავშვებისათვის, ანა კალანდაძის ლექსებიც წაიღეს და არც უცხოური ლიტერატურა დავიწყებიათ. ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი გვიყვება, რომ მხატვრული ლიტერატურა წნორის მცხოვრებლებმა თავად შეარჩიეს.„დაგვიკავშირდა თეგეტა, გამოგვკითხა რა წიგნები არ გვქონდა ამ ეტაპზე, რა გვაკლდა, რეგიონის მცხოვრებლებს რისი ინტერესი ჰქონდათ. ჩვენთან აქტიურად დადიან ახალგაზრდა მკითხველები და მათ სულ ვეკითხებით რა ტიპის წიგნებს კითხულობენ. ასევე გვაქვს 60+ ბიბლიოთეკა. ვიცით რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას ისინი. ამის მიხედვით შევქმენით წიგნების ბაზა. ახალ „ცოდნის კაფეში“ გვექნება ქართული და ინგლისურ ენოვანი დიდი ბიბლიოთეკა. შედეგად, რეგიონში მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც. მათი სოციალიზაცია ვფიქრობთ, რომ სრულად მოხერხდება ჩვენს სივრცეში.“

„ცოდნის კაფე“ რეგიონის ერთადერთი მულტიფუნქციური სივრცეა, რომლითაც წნორის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს. საგანმანათლებლო ცენტრს ყოველდღიურად სტუმრობენ ბავშვები, მოზარდები, საშუალო ასაკის ადამიანები და მოხუცები. მხარდამჭერებისგან მიღებული თანხა კი სრულად ხმარდება „ცოდნის ფონდსა“ და არაფორმალური განათლების დაფინანსებას.„ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ნიშნავს გადარჩენას. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შემთხვევაში თეგეტამ. ვფიქრობთ, ასევე ერთობლივი ძალებით მომავალშიც შევძლებთ არა ერთი აქტივობა დავგეგმოთ რეგიონის განვითარებისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც ბიზნესი განათლების ხელშეწყობის პროცესშია ჩართული, უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება“ – ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი.
თეგეტა ჯგუფის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, „ცოდნის კაფე“ ზრუნვის პლატფორმაზეც განთავსდა, – ვებგვერდზე tegeta.care ,,ცოდნის კაფეს“ მარტივად იპოვით და სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მის განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოთ. „ცოდნის კაფე“ ახალი ბიბლიოთეკით, უფრო მეტი წიგნით, უფრო კომფორტული სივრცეებითა და განახლებული ძალებით შემოდგომაზე გაიხსნება. მანამდე კი ყველას, ვისაც სოციალური საწარმოს მშენებლობაში წვლილის შეტანა სურს, ზრუნვის პლატფორმა tegeta.care ყველასათვის ღიაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved