ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი:
,,ტერორის, მუქარის, ციხის 9-10 წლიანი სასჯელის მიუხედავად, თუ გაგიგიათ ან გინახავთ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლებს ერთმანეთი რამეში დაებეზღებინათ, ჩაეშვათ – თუნდაც თავისუფლების სანაცვლოდ?! არ გინახავთ ხომ?! ახლა ხომ უყურებთ, თუ როგორ აბეზღებენ ერთმანეთს?!
ბიძინას სათამაშოები როგორ დარბიან პროკურატურაში, გამოცვლილი სათამაშოების წინააღმდეგ. ყველა ერთმანეთზე წერს, ხელს ადებს, ციხის კარისკენ მიაცილებენ ერთმანეთს…
ერთად ჭამეს, დალიეს, იქეიფეს, ბავშვები მოუნათლეს ერთმანეთს, ოჯახებით ისვენებდნენ ერთად და ახლა, ერთმანეთის წინააღმდეგ ჩვენებებზე დარბიან – წარმოგიდგენიათ რა ხალხთან გვაქვს საქმე?!
და რეჟიმი რომ დასრულდება, ხვდებით ხომ რას იზამენ?! – რიგის ბილეთი იქნება საჭირო პროკურატურაში!
ჩაშვება, დაბეზღება მერე ნახეთ.“
კომენტარები