ნარკოლოგი, ფედერალისტების გუნდის წევრი, ზურაბ სიხარულიძე:
ერთ თვეში ნარკოლოგია და ფსიქიატრია აღმოჩნდება ბაზისური პრეპარატების სრული დეფიციტის პირობებში, რაც ძალიან მძიმედ აისახება პაციენტების მკურნალობის ხარისხზე. შედეგად მივიღებთ გამწვავებულ მდგომარეობებს, რომელთა მართვაც ისედაც რთულია დღეს და მით უმეტეს, საწოლების დეფიციტის პირობებში, კიდევ უფრო გართულდება.
არანაირ დამაიმედებელ პასუხს ვერ ვიღებთ — პასუხი არის: „თვე-ნახევარი არც მოიკითხოთ“. ამის შემდეგაც არ არსებობს პროგნოზი, როდის იქნება პრეპარატების შემოტანა, რა ხარისხის იქნება ისინი ან საერთოდ როდის გახდება ხელმისაწვდომი — ამაზე არავინ გვაძლევს პასუხს.
ეს არის გაუაზრებელი „რეფორმა“, რომელიც ძალიან წარმატებულად მოგვაჩვენეს. მოკლედ, უკან და უკან მივდივართ და, სავარაუდოდ, მომავალში ეს დეფიციტი ყველა სფეროს შეეხება.














კომენტარები