• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერთ მოსკოვურ ფეშენებელურ რესტორანში ვიყავი,სადაც ნაცნობი ქართველების ყიჟინა შემომესმა” – რას წერს ლალი მოროშკინა?

ალია ავტორი - ალია
14:14 12-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელიც მოსკოვში იმყოფება, სოციალურ ქსელში წერს:

,,ვერ ავუდივარ რუსეთზე მონატრებული ხალხის მესიჯებს…მადლობა.
ძალიან მინდა,ჩემი ისტორიული სამშობლოდან რეალობა დაგანახოთ,
სხვათა შორის,არც მე, არც მამამ და არც ჩემმა დებმა არ გადავიკეთეთ გვარები და გენეტიკას ბოლომდე პატივი ვეცით. საქართველო ჩვენთვისაც მხოლოდ ერთი სამშობლოა, რუსეთში წინაპრების საფლავებია, გვარის გადაკეთება კი მდაბიო საქციელი!
სამწუხაროდ ამ ბოლო დროს რატომღაც დაჟინებით ტყუილში ვაცხოვრებთ ერთმანეთს..ვიღაცეები აკაცუკებმა დააშინეს,ვიღაცეებმა თვითცენზურა დაიწესეს,რეალობა კი ასეთია:
1.მოსკოვში გამართულად მუშაობს ქართული დიპლომატიური მისია,რომელსაც ახალი თავკაცი ყავს.
2.ძალიან ბევრი ქართველია ჩამოსული საოპერაციოდ.
3.უამრავი ქართველი მომღერალი მღერის როგორც სცენაზე,ასევე კორპორატიულებზე.
4.ბევრ ეკლესიაში წირვა ქართულ ენაზე ტარდება.
5. რუსეთის სუპერმარკეტებში ხუთჯერ ნაკლები ფასია ვიდრე საქართველოში და ყველაზე ძვირი ჩვენი მინერალური წყლებია.
ქართული ყველი, ღვინო,კონიაკი,,მანდარინი და ა.შ. უხვადაა მაღაზიებში,თუმცა ვერ უძლებს საფასო კონკურენციას ფრანგულ და იტალიურ ანალოგებთან შედარებით.
კოკა-კოლაზე ადრეც დავწერე.
ყველგან საქართველოდან შემოტანილი იყიდება.
ზოგადად “ქართული”- აქ ტრენდია.
რესტორნები საოცარი სახელებით,”სამეგრელო”,”ელარჯი”, “ვერა”,” ვაკე”, “გურია”,” ჯონჯოლი”,”რაჭა”, “თბილისური ეზო” და ა.შ. ეს უკანასკნელი ეკუთვნის იგივე ქართველ ბიზნესმენს,რომელმაც კაჭრეთის ამბასადორი გახსნა. აქაც მისი რესტორნები და სასტუმროები ძალიან პოპულარულია. მოდით პირდაპირ გეტყვით, ქუჩაში მდგარი ხალხის პატრონებიც რუსეთის ბიზნესთან არიან ასოცირებულები.
ვერ ვხსნი ამ აბრაკადაბრას,მაგრამ ასეა.
გადატენილი თვითმფრინავები დღეში 6 რეისს ასრულებენ,მოსკოვში,აღარ ვამბობ პიტერზე და სოჭზე… უბრალოდ რატომღაც მერე ეთაკილებათ “მოსკოვებიდან” ფოტოების დადება,სამაგიეროდ ასი წლის წინ გადაღებულ ეიფელს დააკონწიალებენ ყველა სოც.პლატფორმაზე.
ორი დღის წინ ერთ მოსკოვურ
ფეშენებელურ რესტორანში ვიყავი,სადაც ნაცნობი ქართველების ყიჟინა შემომესმა.
რესტორანი გაგიკვირდებათ და “მთლა” რუსული იყო,თავის ხიზილალიან -ასეტრინიანად.ასეთი “ფიშკა” აქვთ “Завтрак Бурлака” ქვია,სადაც მოაქვთ 4 პერსონაზე ერთი კილო შავი ხიზილალა და არაყი.
ხოდა გავიხედეჩვენებს კარგად აქვთ შეზელილი черная, зернистая,თავის გაყინული ლიტრიანი “ბელუგათი”.
-აუ ლალ, გემუდარები ფოტო არ დადო რა-მომაძახეს დამშვიდობების დროს.
-მე არ დავდებ,მაგრამ არ გიტყდებათ?
ჩამოდიხართ კონფერენციებზე, რუსეთის ხარჯზე, სვამთ -ჭამთ და ვითომც აქ არაფერი…
-კაი რა,მერე რა გაუძლებს სოც.ქსელებში გა@რაკებას.ეს შენ უძლებ…
-მე მკიდია და ვთვლი,რომ სიმართლე ჯობია! ამაშია საქმე! როდემდე უნდა იცხოვროთ ამ სიცრუეში?
მოკლედ, ასეა ამბავი.
ყველაფერი ლაგდება, ბიზნესი ყვავის და ხალხი ერთმანეთს ეხუტება, ვისაც გსურთ დაინახეთ, ვისაც არ გინდათ და რა ძალაა…
ხო, არც “ფბ” -ს და არც სხვა პლატფორმას პრობლემა არ აქვს.აბა როგორ გწერთ?”

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved