• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მეორე მხარეს კი აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და მოძალადეები – კახა კალაძე

ალია ავტორი - ალია
11:49 07-15-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
146

„ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, იქნება ძალიან რთული არჩევნები, ყველაფერზე წამსვლელები არიან, ამიტომ მაქსიმალური მობილიზაცია და ყურადღებაა საჭირო, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ჟურნალისტმა ტრამპზე თავდასხმაზე ქართული ოპოზიციის რეაქციის კონტექსტში მოსალოდნელ რთულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შეფასება სთხოვა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოება მარტივ და სწორ არჩევანს გააკეთებს.

„თავდასხმას რაც შეეხება, სრული კატასტროფაა, რაც ვიხილეთ, საარჩევნო კამპანიის დროს იყო მცდელობა, პრეზიდენტობის კანდიდატის, ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციის. ძალიან მძიმე ფაქტია. ჩვენს არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რა ძალასთან გვაქვს საქმე და ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ყველა სიბინძურე და ბოროტება შეიძლება იკადრონ. ძალიან მარტივად არის ყველაფერი. ერთი, გვყავს ქვეყანაში მოღალატეები, აგენტები, აგენტურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც იმართება უცხო ძალებისგან, პირდაპირ, რასაც ავალებენ, ქვეყნის საწინააღმდეგოც რომ იყოს, საერთოდ პრობლემა არ აქვთ, ყველაფრის გამკეთებლები არიან და ყველაფრის შემსრულებელები არიან და ეს ადამიანები არიან მომხრე იმისი, რომ ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი. ჩვენ ხომ გვახსოვს განცხადებები არასამთავრობო სექტორის მხრიდან, გვირჩევნია, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების მოსმენას, ბომბები ცვიოდეს ქვეყანაშიო. წარმოიდგინეთ, რა ტიპის და რა მსოფლმხედველობის ადამიანებთან გვაქვს საქმე. შესაბამისად, საზოგადოება, ჩვენ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი გააკეთებს სწორ არჩევანს. დღეს ყველაზე მარტივი არჩევანი არის გასაკეთებელი – ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და განვითარება და მეორე მხარეს არის აგენტურა, მოღალატეები, ქვეყნის მტრები და ბოროტები, მოძალადეები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved