• რეკლამა
  • კონტაქტი
00:01, სამშაბათი, 27 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ეროვნული ბანკი შენ თავად ხარ მოწყვლადი სეგმენტი!!!!! 60 წელს გადაცილებული ადამიანი არ არის არც არასრულწლოვანი, არც შეზღუდულქმედუნარიანი!” – ლალი აფციაური

ალია ავტორი - ალია
17:52 08-31-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,147

ადვოკატი ლალი აფციაური სებ-ის ახალ რეგულაციას ეხმაურება:

,,ეროვნული ბანკი შენ თავად ხარ მოწყვლადი სეგმენტი!!!!!

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალი რეგულაცია, რომელიც 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მხოლოდ მათი ასაკის გამო საკუთარი ფულის განკარგვისას განსაკუთრებულ კონტროლს უწესებს, პრინციპულად მიუღებელია.

ნუ აქცევთ ადამიანის ასაკს მისი გონივრული გადაწყვეტილების მიღების უნარის საზომად.

60 წელს გადაცილებული ადამიანი არ არის არც არასრულწლოვანი, არც შეზღუდულქმედუნარიანი და არც სახელმწიფო მეურვეობის ქვეშ მყოფი პირი.

ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნული რეგულაციის ასაკობრივი კრიტერიუმი საჭიროებს ძალიან მკაცრ სამართლებრივ და კონსტიტუციურ შეფასებას.

ხოდა იმ დრომდე ვიდრე მივმართე სასამართლოს სადაც 60 წლის და გადაცილებული მოსამართლეები ასრულებენ თავის მოვალეობას იქნებ გონს მოხვიდეთ.

მივმართავ საქართველოს ეროვნულ ბანკს, საჯაროდ წარმოადგინოს კონკრეტული კვლევა, სტატისტიკური მონაცემები და სამართლებრივი დასაბუთება, რომლის საფუძველზეც 60 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, განურჩევლად მისი განათლების, პროფესიის, გამოცდილებისა და ფინანსური ცოდნისა, ასეთ „მოწყვლად სეგმენტად“ იქნა მიჩნეული.”

 ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

„განახლებული რეგულაციები ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მოიცავს ისეთ დამატებით მოთხოვნებს, რომლის მიხედვით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია 60 წელს გადაცილებულ მომხმარებელთა ანგარიშებიდან შესასრულებელ გარკვეულ ტრანზაქციებზე რისკების მართვა უფრო მაღალი სტანდარტით განახორციელოს.

ცვლილებების მიხედვით, შესაძლო თაღლითური ქმედების შედეგად ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულების პრევენციის მიზნით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმებში, დამატებით უნდა დანერგოს დაცვის სპეციალური ზომები 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის.

კერძოდ, საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა დროებით უნდა შეაჩეროს ან, სადაც ეს შეუძლებელია, უარი თქვას მომხმარებლის მიერ ინიციირებული რისკიანი ელექტრონული გადახდის ოპერაციის შესრულებაზე”

თეგები: ლალი აფციაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved