რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი აქვეყნებს ფოტოს და წერს:
ამ დღეებში ბევრი კითხულობდა, ვისაც კოვიდი ჯერ არ შეგვხვედრია, რას ვშვებითო.
მაგაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ დღეს ცნობილი ხდება, რომ ინგლისურში იმ ადამიანების აღსანიშნავად, ვისაც კოვიდი არ შეხვედრიათ, უკვე გაჩნდა ახალი სიტყვა Covirgin.
რადგან თემა სულ ცინცხალია, ჯერჯერობით არავინ იცის, ქართულში მასეთივე ფორმით შემოვა თუ ითარგმნება “კოქალიშვილად”/“კოვაჟიშვილად”.ასე რომ, ერო, შეიძლება ახალი დიდი საკამათო თემა გაჩნდეს ამ ქვეყანაში – Covirgin vs “კოქალიშვილი”/“კოვაჟიშვილი”!

კომენტარები