• რეკლამა
  • კონტაქტი
21:46, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერეკლე დეისაძე:”როცა პარლამენტის წინ „ნარკოპოლიტკას“ ვაპროტესტებ ან პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ, მაშინ ჩემი ნიჭი აშკარაა. საკმარისია ჰესის აშენების წინააღმდეგ პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი უნიჭობა ცხადი ხდება”

ალია ავტორი - ალია
11:06 01-11-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ორი კვირის უკან, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხუმრობას გაბედავდა, ფეისბუქ-ჟანდარმერია დაგეშილი ესხმოდა თავს ჰუმანიზმის მოტივით, „ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას და რეებს წერო” იგივე ხალხმა დღეს მკვდარი ლამის საფლავიდან ამოთხარა, იმიტომ რომ ღვარძლიანი კაცი იყო და სიძულვილს ავრცელებდაო, – ამის შესახებ Facebook-ზე მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე წერს.

„როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები, მერე თქვენივე ისტერიკის პირისპირ მარტო რჩებით და უმწეობისგან გული გიღონდებათ, როცა აღმოაჩენთ რომ არც ისეთი ძლიერები ყოფილხართ, როგორც გაჯერებდნენ.

გაჯერებდნენ რადგან შენგან არა ღირსეული მოქალაქე, არამედ პარტიული მონსტრი, ე.წ. საზარბაზნე ხორცი მიეღოთ. რომელსაც ეგოზე მოფერებით, მეხსიერებას წაუშლიან და მათთვის სასარგებლო პარტიულ რუპორად აქცევენ.

მიიღეს კიდევაც ე.წ. ნუგეშდაკარგული და ნიჰილიზმში გადავარდნილი ბაბლი , რომელსაც ყველაფერი წაართვეს და ერთადერთი იარაღი დაუტოვეს, ფეისბუქ-ემოჯებით ბრძოლა.. ხილულ და უხილავ მტრებთან.
გარკვეული კატეგორია კომიკურობის იმ ზღვარზეც მივიდა. „მაშინებენ“ – შენს მუსიკას აღარ მოვუსმენთო.
ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც პირველ წიგნში გამბედაობას და პროვოკაციას მიწონებდა, მაგრამ ახლა ჩემში ვეღარ ხედავს იმავეს, რადგან მათი თვალთახედვის არეალს მოვწყდი, იმ დღის წესრიგს გამოვეთიშე, რომელიც მათთვის პრიორიტეტულია.

მაგალითად, როცა პარლამენტის წინ „ნარკოპოლიტკას“ ვაპროტესტებ ან პროპორციულ არჩევნებს ვითხოვ, მაშინ ჩემი ნიჭი აშკარაა. საკმარისია ჰესის აშენების წინააღმდეგ პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი უნიჭობა ცხადი ხდება. რთული საყურებელია, ბულინგის შიშით ჩაგუბებული პირები. ვაი და ბაბლიდან ვინმემ არ მოგკვეთოთ და მარტო არ დარჩეთ. მესმის რომ რთულია „ტუსოვკის“ დაკარგვის შიში, მაგრამ ხალხი უფრო დიდ რამეებსაც კარგავს, მაგის გარეშე ცხოვრებაში არაფერი გამოდის”, – წერს დეისაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved