3 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უკრაინასა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ მიმდინარე კრიზისის ფონზე, უკრაინის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეთანხმების გაფორმება, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაცაა.
ერდოღანს კიევში უკრაინის სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ ზელენსკი ოფიციალური ცერემონიით დახვდა, რის შემდეგაც ლიდერებს შორის პირისპირი შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტთან ერთად კიევში ასევე გაემგზავრნენ იუსტიციის მინისტრი აბდულაჰმით გიული, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრის ბერათ ალბაირაქი, ვაჭრობის მინისტრი რუჰსარ ფექჯანი, კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთინ ალთუნი, პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი.














კომენტარები