• რეკლამა
  • კონტაქტი
07:03, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ექთნის მინიმალური ანაზღაურება – 1 200 ლარიდან, ოჯახის ექიმის ხელფასი – 3 000 ლარიდან“ – კახა ოქრიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:05 11-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
481

psp-ს დამფუძნებელი, კახა ოქრიაშვილი:

„„ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!“
ვეხმაურები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს – DRG მოდელის დანერგვას (ფასების დაჯგუფება დიაგნოზის მიხედვით) და ფარმაცევტულ სფეროში რეფერენტული ფასების დაწესებას.
არსებული ცვლილებები არ არის ის ძირეული რეფორმა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვას სჭირდება. დარგს და ქვეყანას ესაჭიროება საყოველთაო სავალდებულო დაზღვევა, ფარმაცევტული კომპონენტით, სადაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები სავალდებულო წესით შეიძენენ ჯანდაცვის საბაზისო საოჯახო პაკეტს. საშუალო და დაბალშემოსავლიან ოჯახებს კი, საოჯახო დაზღვევის პაკეტს შეუძენს სახელმწიფო, სრულად ან ნაწილობრივ, სპეციალური შკალით, ამ ოჯახების შემოსავლისდა მიხედვით.
მიმაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები არ წარმოადგენს მოსახლეობის ჯანდაცვის ძირეულ რეფორმას, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია. მთავარია, რა განფასებებს შესთავაზებს ჯანდაცვის სამინისტრო დარგს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯანდაცვაში (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ფარმაცევტული სექტორი) ხარჯების 50 %-ზე მეტი მოდის სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე. რადგან ჯანდაცვის სისტემის მთავარი დამკვეთი არის საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც რეალურად არეგულირებს ფასებს, ამ ცვლილებამ უნდა მოიცვას ხელფასების რეგულაციაც. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გააკეთოს შესაბამისი გათვლები და შემოიღოს დაახლოებით ასეთი სახელფასო ნიხრები:
▪ ექთნის მინიმალური ანაზღაურება – 1 200 ლარიდან.
▪ აფთიაქში დასაქმებული, უმაღლესი განათლების მქონე ფარმაცევტის ხელფასი – 1500-1800 ლარიდან.
▪ ოჯახის ექიმის ხელფასი – 3 000 ლარიდან.
ხელფასების ზრდის გარეშე, დარგში იქმნება კვალიფიციური სპეციალისტების მწვავე დეფიციტი. უკვე დღეს, კვალიფიციური ექთნების რაოდენობა ქვეყანაში არანაირ ნორმას არ შეესაბამება. რატომ: იმიტომ, რომ არ არის ღირსეული ანაზღაურება! კვალიფიციური ექთნები მიდიან საზღვარგარეთ, სადაც მათ სიამოვნებით იღებენ და მათი შემოსავალი 1000-დან 2000 ევრომდე მერყეობს.
აქვე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადახედოს და შემოიღოს მინიმალური ხელფასის ცნება, რომელიც ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 ლარით. ასევე, უნდა გაიზარდოს საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც დღეს 250 ლარამდეა, არ არის რელევანტური და როგორც ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, უნდა შეადგენდეს არანაკლებ 600 ლარს.
ვთვლი, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აუცილებელი გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის მისაღები!“
თეგები: კახა ოქრიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved