• რეკლამა
  • კონტაქტი
11:15, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ექსკლუზივი – სია, ვის წინააღმდეგაც სანქციების ამოქმდების საკითხს, ერთდროულად განიხილავს ამერიკისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები!

ალია ავტორი - ალია
20:05 07-09-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,579

ლევან ჯავახიშვილი

ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირების საკითხი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამერიკა და ევროკავშირი ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის სხვა და სხვა სახის სანქციებს ამზადებენ და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვის რა სახის სანქციებს დაუწესებენ.  ადრე თუ ევროკავშირი აქტიურობდა ივანიშვილისა და მისი კლანის დასანქცირებაზე, ახლა ამერიკა უფრო გააქტიურდა და გაჩნდა საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ჯერ ამერიკა აამოქმედებს სანქციებს და მერე – ევროკავშირი. სხვათა შორის, 30 ივნისს  „ალიას“ კონფიდენციალურმა წყარომ განუცხადა, რომ „ამერიკა დაასწრებს ევროპას სანქციების ამოქმედებას და შემდეგ უკვე ევროკავშირი აამოქმედებს სანქციებს“. როგორც ხედავთ, ჩვენი წყარო არ შემცდარა და  სანქცირების საკითხში ამერიკა ევროკავშირზე მეტად გააქტიურდა. ამავე წყარომ, „ალიას“ ექსკლუზიურად მოაწოდა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, სანქციების ქვეშ მოხვდებიან. შეგახსენებთ, წყარო ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრია და მის ვინაობას, მისი თხოვნით და  მისივე უსაფრთხოების მიზნით,  არ ვასახელებთ. წყარო აცხადებს, რომ  სია, რომელიც მან მოგვაწოდა, უტყუარია და ამ  სიის დიდი ნაწილი შეადგინა მაკფოლ-ერმაკის ჯგუფმა, რომელიც თავდაპირველად მონიტორინგს უწევდა რუსი ოლიგარქების დასანქცირების საკითხს, ეს ჯგუფი აგროვებდა ინფორმაციებს რუსი ოლიგარქების საზღვარგარეთ არსებული ქონების შესახებ და  ამ ჯგუფის მიერ ევროკავშირისა და  ამერიკისთვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. «ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“- განუცხადა მაიკლ მაკფოლმა ერთ-ერთ ქართულ მედია-საშუალებას. შეგახსენებთ, რომ მაიკლ მაკფოლი ამერიკის ელჩი იყო უკრაინაში.

ასევე, წყაროს თქმით, სიაში არიან ადამიანები, რომლებიც მასში შეიყვანეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, ანუ ერმაკი-მაკფოლის სიის გარდა, არსებობს მეორე სიაც, რომელიც ამჟამად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განხილვის სტადიაშია, თუმცა, ამ ორ სიაში ძალიან ბევრი ერთი და იგივე პიროვნებაა. ვის დაასანქცირებენ პირველ ეტაპზე, მალე გაცხადდება. „სია საკმაოდ გრძელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიაში მყოფ ყველა ადამიანს დაასანქცირებენ. ერთადერთი, რაც დადასტურებით შემიძლია ვთქვა, სანქციები ბიძინა ივანიშვილს შეეხება. ცხადია, პირველ ეტაპზე კიდევ რამდენიმე ადამიანს შეეხება სანქციები, მაგრამ ვის, ეს მალე გამოჩნდება. ვფიქრობ, ასე მოხდება და თუ ამერიკა და ევროკავშირი საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ სანქცირების მეორე ეტაპიც იქნება. ვიმეორებ, რომ ივანიშვილსა და მისი სახელისუფლებო და ბიზნეს კლანის წევრების წინააღმდეგ, სანქციებს ჯერ ამერიკა აამოქმედებს, ხოლო შემდეგ ევროკავშირი. ასევე, სანქციების ნაწილს გარკვეული პერსონების წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამოიყენებენ, ვიდრე ევროკავშირი საქართველოს წინააღმდეგ პაკეტს განიხილავენ და 27 ქვეყანა ერთხმად დაეთანხმება. დადასტურებულად ვიცი, რომ დასასანქცირებელი ხალხის ის სია, რომელზეც ვლაპარაკობთ, დიდი ბრიტანეთისა და კანადის ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებშიც დევს და სანქციებზე უარს არც ისინი იტყვიან.

გთავაზობთ სიას, ვის წინააღმდეგაც სანქციების ამოქმდების საკითხს, ერთდროულად განიხილავს ამერიკისა და ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები!

ბიძინა ივანიშვილი

უტა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილი

ალექსანდრე ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის ძმა.

კახა კობიაშვილი.ბიძინა ივანიშვილის დის შვილი).

უჩა მამაცაშვილი.ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი.

ტატე მამაცაშვილი – უჩა მამაცაშვილის შვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი შოთაძე, გენერალური  პროკურორი

ვახტანგ გომელაური, შ.ს. მინისტრი

გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

თეა წულუკიანი. ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი.

ლევან დავითაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი.

ირაკლი ქარსელაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე -„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

ოთარ ფარცხალაძე – ყოფილი მთავარი პროკურორი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

ვანო ჩხარტიშვილი – ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი.

ირაკლი რუხაძე – ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

ლევან ხიდაშელი – ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის კლანის წევრი.

 

წყარო აცხადებს, რომ ამერიკა და ევროკავშირი, ასევე, მუშაობენ იმ პროკურორების, მოსამართლების, სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და პარლამენტის დეპუტატების დასანქცირების თაობაზე, რომელთა შესახებაც მათ გააჩნიათ იმდენი მტკიცებულებები, რომ მათ წინააღმდეგ აამოქმედონ სანქციები და ეს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებად არ იქნეს აღქმული. ასევე, ევროკავშირი და ამერიკა მუშაობენ მეორად სანქციებზე, რომლებიც შეეხებათ დასანქცირებული პირების ოჯახის წევრებს, სიაში მოხვედრილ ბიზნესმენების პარტნიორებს და მათან დაკავშირებულ სხვა პირებს. „სამომავლოდ,სავარაუდოდ, ამ მეორადი სანქციების ქვეშ მოხვედრილი ადამიანების სიასაც ვიხილვთ, თუმცა, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პირველ ეტაპზე დასანქცირებული პერსონების, მათ შორის, ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების შემდეგ, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან, ამერიკასთან და რუსეთთან მიმართებაში“ – განუცხდა „ალიას“ წყარომ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved