• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ექიმმა მითხრა, მენდე, გადაგარჩენო და…” – რა შეემთხვა გივი თარგამაძეს?

ალია ავტორი - ალია
19:56 11-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში, წერს:

“დღეს, ჩემი კოვიდავადმყოფობის ოცდამეოთხე, საავადმყოფოში ყოფნის მეთოთხმეტე დღეღამეს დავტოვე კლინიკა. დიაღ, ამ ხვრელშიაც მოვხვდი, ცხრადღიანი ორმოცგრადუსიანი სიცხეების შემდგომ ვირუსი პნევმონიით გამირთულდა და ჩემი სიცოცხლის გადარჩენების უკვე განუსაზღვრელ რიცხვს ერთიც მივუმატე. ერთიც, მაგრამ, ჭეშმარიტად, უმძიმესი და ძალზედ ძვირფასი.

ისევ გამიმართლა – დასაწოლად გამზადებული მეორე დღის საღამოდაც ტყუილად ველოდი ვარიანტს – ადგილი კატეგორიულად არსად არ იყო, მე კი მძიმედ მივდიოდი ბოლოსკენ. უცბათ დამირეკა 112-ის ოჯახის ექიმმა ნინომ. მაგრად შეშფოთდა, სასწრაფო გამოვაგზავნეო და სულ ხაზზე იყავითო, ძალზედ მადლიერი ვარ მისიც და მის მიერ გამოგზავნილი სასწრაფოს ორი გულისხმიერი გოგონასი. გარკვეული ლოდინის შემდეგ სასწრაფოს შეატყობინეს, რომ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში აი ამწამს გაიხსნა კოვიდცენტრი, რომელშიც სულ მალე მოვხდი მესამე პაციენტად.

იქ დამხვდა ექიმი ლევან ბესელია. უცბათ მითხრა – მენდე, გამომყევი ყველაფერში, გადაგარჩენო – შეასრულა კიდეც. სხვებთანაც შეასრულებს. კაცია, ნაღდი ექიმი, პროფესიონალი, საკუთარ საქმეში შეყვარებული, თითოეული პაციენტის სიცოცხლისთვის გააფთრებით მებრძოლი. გუნდიც ასეთი ჰყავს.სტაფი, რომელიც საკუთარი ნოუ-ჰაუთი შეინარჩუნა, არ ვიტყვი, როგორით, ესეც რომ არ ჩაუშალონ და ეს საოცარი ჰარმონია არ მოუშალონ მას – მის მარჯვენა ხელ ანიკოსა და 19-20 წლის საოცარი, მონდომებული, გულადი, ერთმანეთის დამხმარე, გამტანი, კონკურეტუნარიანი, გულისხმიერი, თბილი, თავდადებული გოგობიჭების უმაგრეს გუნდს შორის. გაითვალისწინეთ, ეს ხალხი, ლევანის თამადობით, მუშაობის პერიოდში, აი ახლა გადის კოვიდინფიცირებას.

კიდევ ერთხელ – მე ბევრჯერ გადამირჩა სიცოცხლე – CO-თიც ვიყავი გაგუდული, მაგრამ არასდროს მყოლია გადარჩენისას ასეთი მაგარი გუნდი დამხმარედ.თქვენ აწი მუდმივად ხართ ჩემს ცხოვრებაში მის გადამრჩენელებად. აუცილებლად გნახავთ კომბინეზონების გარეშე, თუმცა, ვფიქრობ, მათ მიღმა თითოეულ თქვენგანზე შექმნილი პირადი შეხედულება ზედმიწევნით სწორი მაქვს და თქვენი სახეებიც ამ შეხედულებას ზუსტად მოერგება, ჩემო ერთიანად კოვიდიანო კოვიდის წინააღმდეგ გააფთრებით მებძოლო უგუნდესო გუნდო: ლევან ბესელია, ექიმი, სულისჩამდგმელი. ანიკო. დემე. თათია. ბესო. ანტონი. მეკო. კახა. გიორგი. ნინი. ლაშა. თაკო. კოკი. ხატია. ოთო. ერეკლე. მარი. ზურა. მადლობა! მადლობა! მ ა დ ლ ო ბ ა ! ! !”

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved